სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Sep 2 2021, 06:54 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,194 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნუ მოიძულებ ღვინოს, არამედ მოიძულე მემთვრალეობა!"
/წმ. იოანე ოქროპირი/ ვისაც მემთვრალეობის ცოდვის დაძლევა გსურთ, წაიკითხეთ ქვემოთ: "ერთხელ ყაზარმაში ჩაფიქრებული ვიჯექი. უცებ ეკლესიისთვის შემოწირულობის წიგნით ვიღაც მონაზონი შემოვიდა. ვისაც რამდენიც შეეძლო, მისცეს. ის მომიახლოვდა და მკითხა: - რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი? ჩემი გასაჭირი [ლოთობის სენი] ვუამბე. მონაზონს შევეცოდე და მითხრა: - ზუსტად იგივე სჭირდა ჩემს ძმას, და იცი, რა დაეხმარა? მისმა სულიერმა მამამ სახარება მისცა და მკაცრად უბრძანა, როგორც კი ღვინო მოუნდებოდა, მყისვე, დაუყოვნებლივ წაეკითხა სახარებიდან ერთი თავი, თუ კიდევ მოუნდებოდა - შემდეგი თავი. ჩემი ძმა ასეც მოიქცა და მალე სმის ვნება მასში გაქრა. აი, უკვე თხუთმეტი წელია, რაც წვეთსაც არ იკარებს. შენც ასევე მოიქეცი და სარგებელს ნახავ. მე მაქვს სახარება, მოგიტან. ეს რომ მოვისმინე, ვუთხარი: - რას მიშველის შენი სახარება, როცა ვერანაირმა მცდელობამ, ვერანაირმა წამალმა ვერ შემაკავა?! - ეს იმიტომ ვთქვი, რომ სახარება არასდროს წამეკითხა. - ასე ნუ ლაპარაკობ, - შემომედავა მონაზონი, - გარწმუნებ, სარგებელს ნახავ. მეორე დღეს მონაზონმა მართლაც მომიტანა აი, ეს სახარება. გადავშალე, გადავხედე, წავიკითხე და ვეუბნები: - არ გამოგართმევ! აქ რას გავიგებ? თანაც საეკლესიო ლიტირატურის კითხვას არ ვარ დაჩვეული. მონაზონი მაინც მარწმუნებდა: - თავად სახარების სიტყვებს აქვს მადლმოსილი ძალა, რადგან მასში დაწერილია ის, რასაც თვითონ ღმერთი ამბობდა. არა უშავს, თუ არ გესმის, მხოლოდ გულდასმით წაიკითხე. ერთმა წმინდანმა თქვა: "თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვები, ეშმაკებს ესმით, რასაც კითხულობ და ძრწიან". მემთვრალეობის ვნება კი, უეჭველია, ეშმაკებისგანაა შთაგონებული. ერთსაც გეტყვი: იოანე ოქროპირი წერს, რომ ბნელეთის სულებს ის ადგილიც კი აძრწუნებს, სადაც სახარება ინახება და მათი ხრიკებისთვის მიუწვდომელიაო იგი. არ მახსოვს, რაღაც მივეცი იმ მონაზონს და სახარება გამოვართვი. სხვა ნივთებთან ერთად სკივრში ჩავდე და დავივიწყე. გარკვეული ხნის შემდეგ დალევის დროც მოვიდა. უღვინობას სიკვდილი მერჩია. სასწრაფოდ გავხსენი სკივრი, ფული რომ ამეღო და დუქანში გავქცეულიყავი. პირველი, რაც თვალში მომხვდა, სახარება იყო. ცხადად გამახსენდა მონაზვნის ნათქვამი. გადავშალე და მათეს პირველი თავის კითხვა დავიწყე. ბოლომდე წავიკითხე. ვერაფერიც ვერ გავიგე. [მაგრამ მომაგონდა, მონაზონმა რომ მითხრა, არა უშავს, თუ ვერ გაიგებ, მხოლოდ გულდასმით წავიკითხო. "მოდი, მეორე თავსაც წავიკითხავ!" - გავიფიქრე მე]. წავიკითხე, შედარებით გასაგები იყო. "მესამესაც წავიკითხავ!" - როგორც კი კითხვა დავიწყე, მაშინვე ყაზარმაში ზარის ხმა გაისმა - დაწილის დრო იყო. მაშასადამე, გარეთ გასვლა უკვე აღარ შეიძლებოდა. ...და ასე დავრჩი. დილით ავდექი, ღვინის მოტანას ვაპირებდი, მაგრამ გავიფიქრე: "რა მოხდება, სახარებიდან ერთ თავს წავიკითხავ?!" წავიკითხე და აღარ წავედი. კიდევ მომინდა ღვინო. ისევ წავიკითხე და აღარ წავედი. კიდევ მომინდა ღვინო. ისევ წავიკითხე და დავმშვიდდი. ამან გამამხნევა და როცა კი ღვინო მომინდებოდა, სახარებიდან ერთ თავს ვკითხულობდი. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო ადვილი იყო ყველაფერი. როგორც კი ოთხივე მახარებლის კითხვა დავასრულე, სმის ვნებამაც სრულიად გამიარა და მის მიმართ ზიზღი გამიჩნდა. აი, უკვე ოცი წელია, რაც საერთოდ არ დამილევია. ჩემი ასეთი გარდაქმნა ყველას აოცებდა. სამი წლის შემდეგ ოფიცრის წოდება დამიბრუნეს. შემდეგ სხვა წოდებებიც მომცეს და ბოლოს მეთაურიც გავხდი. დავქორწინდი, კარგი ცოლი შემხვდა. შევიძინეთ ქონება. მადლობა უფალს, ვცოცხლობთ. ღარიბებს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, უცხოებს ვმასპინძლობთ. ჩემი ვაჟი უკვე ოფიცერია, კარგი ბიჭია. ყური მიგდე! მას შემდეგ, რაც ლოთობისგან განვიკურნე, პირობა დავდე, მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად, ყოველდღე ვიკითხო სახარება, დღე-ღამეში - ერთი მახარებელი. ასე ვიქცევი. თუ სამსახურში ბევრი საქმე მაქვს და ძალზე ვიღლები, მაშინ ცოლს ან შვილს ვაკითხებ მთელ მახარებელს. ასე უშეღავათოდ ვასრულებ ჩემს კანონს. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად და მის სადიდებლად სახარება ვერცხლით მოვაჭედვინე და ყოველთვის უბით დამაქვს. სიამოვნებით მოვისმინე კაპიტნის ნაამბობი. ვუთხარი: - მსგავსი რამ მეც მინახავს: ჩვენთან სოფლად, ფაბრიკაში თავის საქმეში მეტად გაწაფული ერთი ხელოსანი იყო. კარგი და ძვირფასი ოსტატი, მაგრამ, საუბედუროდ, სვამდა, თანაც - ხშირად. ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა ურჩია, როცა ღვინო მოუნდებოდა, წმინდა სამების პატივსაცემად და იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ოცდაცამეტი წლის აღსანიშნავად ოცდაცამეტჯერ ეთქვა იესუს ლოცვა. ოსტატმა დაუჯერა, მის შესრულებას შეუდგა და მალე სავსებით დაეთხოვა სმას. და აი, კიდევ რა - სამი წლის შემდეგ მონასტერში წავიდა". /"უფალო, შემიწყალე" წიგნი 3, გვ.38-41/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Oct 31 2021, 06:13 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,194 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვინო ღვთიური საქმეა, ხოლო მემთვრალეობა - ეშმაკისა"
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine მემთვრალეობა Sep 2 2021, 06:54 PM
marine "რასაც ფხიზელი არ... Sep 7 2021, 08:32 PM
marine "თუკი ადამიანი ეშ... Sep 9 2021, 09:44 PM
marine "ლოთი არაფრისთვიá... Oct 25 2021, 05:40 PM
marine "კვამლი შორს დევნ... Oct 26 2021, 05:08 PM
marine "მთვრალ ადამიანს ... Oct 26 2021, 09:09 PM
marine "გეშინოდეს ძლიერá... Oct 30 2021, 05:27 PM
marine "სმა კი არაა აკრძáƒ... Oct 30 2021, 07:23 PM
marine "მთვრალი, უყურებს... Oct 31 2021, 06:53 PM
marine "ლოთი არაა ღირსი áƒ... Nov 1 2021, 07:22 PM
marine "მემთვრალეობა ყვá... Nov 1 2021, 08:45 PM
marine "როდესაც მთვრალს ... Nov 2 2021, 04:12 PM
marine "უფლის სიტყვა უშვ... Nov 2 2021, 04:38 PM
marine "მთვრალები! - სხვ... Nov 2 2021, 07:41 PM
marine "ძველი ბერძნების ... Nov 12 2021, 11:25 AM
marine "ერთხელ ერთი ერის... Jan 17 2022, 07:22 PM
marine "ქალიშვილების მიá... Feb 14 2022, 11:12 PM
marine "მეორე საშინელი კ... Feb 15 2022, 04:33 PM
marine "არ დატკბე ღვინით... Feb 26 2022, 10:01 PM
marine "მამაჩემს, რომლის... Mar 1 2022, 02:39 PM
marine "ვეწყობი ღვინოს, áƒ... Mar 10 2022, 09:28 PM
marine "პირუტყვებიც კი ა... Apr 3 2022, 04:23 PM
marine "საერთოდ, ქართული... Apr 18 2022, 07:54 PM
marine "ადამიანმა "უჯეá... Apr 19 2022, 07:59 PM
marine "იოანე ბატონიშვიá... Apr 20 2022, 08:31 PM
marine "ვისაც დალევა უყვ... May 3 2022, 08:33 PM
marine "როცა მანქანით მგ... May 5 2022, 10:02 PM
marine "როდესაც ეკლესია ... May 8 2022, 10:04 PM
marine "სისტემატური ლოთá... May 13 2022, 12:55 PM
marine "წმიდა ეგნატე [ბრáƒ... May 14 2022, 12:11 PM
marine "მრავალთაგან მსმá... Jul 3 2022, 08:21 PM
marine "განვაგდოთ ჩვენგá... Jul 4 2022, 04:20 PM
marine "სამი ჭიქა რომ დაáƒ... Aug 8 2022, 07:18 PM
marine "გაზულუქებული, გა... Aug 13 2022, 06:58 PM
marine "მემთვრალეობაც ნá... Aug 15 2022, 06:30 PM
marine "ლოთობა უღმერთობá... Aug 16 2022, 11:25 AM
marine "გვაფრთხილებს პაá... Aug 16 2022, 06:32 PM
marine "წმინდა იოანე ოქრ... Sep 22 2022, 09:25 PM
marine "ღვინის ზომიერი ს... Oct 29 2022, 09:58 PM
marine "წმინდა იოანე ოქრ... Oct 31 2022, 08:43 PM
marine "გალეშილებს ავიწá... Nov 3 2022, 04:28 PM
marine "ოჰ, ეს რუსები! სáƒ... Nov 19 2022, 04:15 PM
marine "ღვთის მოყვარენი ... Dec 3 2022, 09:04 PM
marine "თუ ხშირად სვამ სáƒ... Dec 11 2022, 08:29 PM
marine ლოთი და მეგობრები
... Dec 20 2022, 09:58 PM
marine "გადამეტებული თრá... Jan 12 2023, 09:59 PM
marine "მე ვიცნობდი ერთ á... Jan 14 2023, 02:11 PM
marine "ერთ-ერთი ეპისკოპ... Mar 29 2023, 05:22 PM
marine "სიმთვრალეც ამძაá... Mar 30 2023, 09:09 PM
marine "საშინელი ცოდვაა ... Apr 3 2023, 08:46 PM
marine "არის კოზელსკში ო... Jun 11 2023, 07:13 PM
marine "დიახ, ერთიც და მეá... Jun 27 2023, 07:47 PM
marine "აი, ჩემი რჩევა შეá... Jul 10 2023, 08:37 PM
marine "საბრალო X-ი. ისევ áƒ... Aug 4 2023, 08:17 PM
marine "როგორ სვამს შენი... Aug 5 2023, 09:30 PM
marine "თუ ხშირად სვამ სáƒ... Oct 5 2023, 04:05 PM
marine "მეუფე ვასილი მომ... Oct 31 2023, 08:05 PM
marine "ადრე შედედებული ... Nov 10 2023, 05:48 PM
marine "მრავალი ადამიანá... Nov 24 2023, 11:17 AM
marine "წმინდა იოანე [კრáƒ... Dec 5 2023, 01:35 PM
marine "მთვრალი ადამიანá... Dec 14 2023, 07:02 PM
marine "მემთვრალეობა, გა... Dec 14 2023, 08:53 PM
marine "... ზემოთქმულთან დ... Dec 15 2023, 10:54 AM
marine "ნურასოდეს ნუ დავ... Dec 15 2023, 09:01 PM
marine "იმ ოჯახებში, სადáƒ... Dec 16 2023, 12:20 PM
marine "ნებისმიერი მემთá... Dec 16 2023, 07:46 PM
marine "წმ. მამათა შეგონáƒ... Dec 17 2023, 10:48 AM
marine "სიხარული მოაქვს ... Dec 20 2023, 05:47 PM
marine "თუ მაგალითად, ზეáƒ... Dec 26 2023, 09:03 PM
marine "თქვენც ნურასოდეá... Jan 21 2024, 08:03 PM
marine "მავანი თავის ნაც... Jan 27 2024, 12:45 PM
marine " - ღვინის სმა თუ შáƒ... Mar 10 2024, 11:21 AM
marine "ჩვენც არასგზით, áƒ... Mar 31 2024, 04:00 PM
marine "საკვები დღესაც ძ... Apr 11 2024, 04:19 PM
marine "თანამედროვეობიáƒ... Jul 5 2024, 09:00 PM
marine "ადამიანი ლოთს გა... Jul 27 2024, 07:42 PM
marine "რუსული ცხოვრება... Jan 27 2025, 12:27 PM
marine "ღვინეი წმინდა ზი... Feb 2 2025, 08:48 PM
marine "ახლო ნაცნობობა გ... Feb 27 2025, 03:52 PM
marine "ნუ გეყვარება ღვი... Mar 25 2025, 08:13 PM
marine "ვევედრები ყოველ ... Mar 26 2025, 12:50 PM
marine "ვინც ლოთობს, გულáƒ... Mar 26 2025, 05:04 PM
marine "ვაი მსიძავს! ვაá... May 13 2025, 05:54 PM
marine "მთვრალი ადამიანá... May 17 2025, 05:38 PM
marine "ლოთობა ჭკვიან ად... Jun 5 2025, 08:04 PM
marine "ლოთების ჯანმრთეá... Aug 6 2025, 04:51 PM
marine "სასმელი, - ეს გამა... Aug 6 2025, 05:26 PM
marine როგორ დავძლიოთ ალკ... Aug 7 2025, 11:27 AM
marine "ცნობილია, რომ ლოáƒ... Aug 7 2025, 06:09 PM
marine "ნუ მიეჯაჭვები ღვ... Aug 31 2025, 06:00 PM
marine "ალკოჰოლის სიყვაá... Sep 1 2025, 02:46 PM
marine ღირსი მოსე შავი
(ხს.... Sep 2 2025, 09:28 PM
marine "დიდი რაოდენობით ... Sep 3 2025, 11:55 AM
marine "დიდი რაოდენობით ... Sep 3 2025, 11:55 AM
marine "არაფხიზელ მდგომá... Sep 9 2025, 10:16 AM
marine "ტყუილად კი არ აფáƒ... Sep 11 2025, 04:48 PM
marine "სპირტიანი სასმეá... Sep 19 2025, 02:22 PM
marine "ლუდი, არსებითად, á... Sep 21 2025, 09:24 PM
marine "მოვერიდოთ სასმეá... Oct 3 2025, 08:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th October 2026 - 01:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი