ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
marine |
Nov 23 2017, 06:34 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ინდოელები ამტკიცებენ, რომ კობრა, ინდოეთში ყველაზე საშიში გველი, არ უკბენს აკვნის ჩვილ ბავშვს, მაგრამ გააფრთებული ესხმის მოზრდილ ადამიანს, თითქოსდა ესირცხვება, მოაკვდინოს უწყინარი ადამიანური ქმნილება, რომელსაც წინაარმდეგობის გაწევა არ ძალუძს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 19 2021, 08:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვასილისკო (ფს. 90. 13) (ებრ. პეტენ, შეფაფონ, ცეფა, ცეფბოინი) - ქვეწარმავალი, ძალიან შხამიანი გველის სახეობა. მისი ამოცნობა შეიძლება სისინის მიხედვით. სრიალის დროს მისი სხეული არ იხრება და პირდაპირ მისრიალებს. მისი სამშობლოა ზემო ეგვიპტე, მაგრამ გვხვდება პალესტინაშიც. შხამიანი ვასილისკოს კვერცხებიც კლავს, ვინც კი მის კვერცხს შეჭამს. ჩვეულებისამებრ, ვასილისკო იმალება ქვიშაში, რომლისგანაც იგი მცირედ გამოირჩევა თავისი ყავისფერი ფერით და შესამჩნევია ამოშვერილი რქებით. ოდნავ შეხებისთანავე ვასილისკო ქვიშიდან ამოხტება და საოცარი სისწრაფით იჭერს მსხვერპლს.
ფილისტიმელების ყურადსაღებად ბიბლიაში ახაზის სიკვდილი ვასილისკოსთან (უნასი) არის შედარებული, რათა მათ ახარებდეთ ეს ამბავი, რადგან, წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვით, "გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება" (ეს. 14.29). ხიზკიამ მართლაც განდევნა ფილისტიმელები. სწორედ ასევე არის შედარებული გველის კვერცხების გამოჩეკასთან იუდეველთა ბილწი საქმეები, რომლებიც მათ დიდ ზიანს აყენებენ. "ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ; მათი კვერცხების მჭამელი კვდება და, თუ გატყდა, უნასი იჩეკება", - ამბობს წინასწარმეტყველი ეს. (ეს. 59.5). წინასწარმეტყველი იერემია ვასილისკოს ადარებს ქალდეველებს, რომლებიც ღმერთმა გამოგზავნა მოუნანიებელი იუდეველების დასასჯელად მათი უწმინდურობის გამო (იერ. 8.17)". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 10:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი