ბარბარობა და ლობიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბარბარობა და ლობიანი |
tamara |
Dec 19 2008, 03:52 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ერთდროულად ბარბარობასაც და ნიკოლოზობასაც...
სულ მაინტერესებდა - რა კავშირში იყო ლობიო და ლობიანი წმ. ბარბარეს ხსენების დღესთან... ვიცი, რომ წარმართულ საქართველოში არსებობდა წარმართული ღვთაება ბარბარე - რომელიც დაკავშირებული იყო მზის კულტთან - და მასაც დეკემბერში დღესასწაულობდნენ. ბარბარე - ბორბ - თან იყო კავშირში და ბორბალთან - ანუ მრგვალ ფორმასთან - ანუ მზეს უკავშირდებოდა.. ვიფიქრე ლობიანი ხომ მრგვალია და იქნებ შემორჩა ეს ტრადიცია თქო.. |
marine |
Dec 27 2021, 09:27 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მთელი ცხოვრება სიკეთის კეთებით ტრაბახობდა… ყველაფერს ცდილობდა მონასტრის წევრებს მისთვისაც ღმერთივით ეცათ თაყვანი… რამდენჯერ ნივთებიც გაუტანია სახლიდან, რომ იქ მიეტანა და ამის გამო ვინმეს შეექო…
არც არავინ ეუბნებოდა, ესეც ვნება იყო, რასაც კეთილ საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა… ბარბარობისთვის სამი დღით ადრე შეუკვეთა საცხოვს ლობიანი… მეზობლად ხელმოკლე ოჯახი ცხოვრობდა… ისე უჭირდათ, პურს მონაცვლეობით მეზობლები ყიდულობდნენ… ბარბარობის წინა დღეს ,,ქველმოქმედს” მიადგა მრავალშვილიანი ოჯახის მამა, იქნებ რამით დაგვეხმარო, პატარები მშივრები მყავსო… ისტერიკებით გაისტუმრა, სად მაქვს ამდენი, მე თავი დამანებე, სხვას მიადექიო… შეიძლება იმ წამს მართლა ვერ დახმარებიდა თანხით, რადგან ავტომობილი ისე გაავსო პროდუქტით, თავად ძლივს ეტეოდა, რომ ბარბარობას მონასტერში სუფრა გაეშალა… იცოდა, რომ წირვის ბოლოს ან მონასტრის წინამძღვარი შეაქებდა, ან დანარჩენი წევრები ცამდე აიყვანდნენ… ბარბარობის დღეს მისი მეზობლის ბავშვი შიმშილისგან გულწასული სასწრაფოს ექიმებმა ძლივს მოაბრუნეს… ჰო, ისევ პატარების მფარველმა ბარბარემ უშველა… აბა, მეზობელი როგორ დაეხმარებოდა, მონასტერში სამეფო სუფრა უნდა გაეშალა!.. /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი