სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
მატასი |
May 23 2007, 01:00 AM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
წეღან გაზეთებს ვათვალიერებდი, და კვირის პალიტრის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, რომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შეურაცხავთ... სამწუხაროდ არ ვიცოდი, და ვიფიქრე შეიძლება კიდევ ვინმემ არ იცოდესთქო...
და მოკლედ ამითომ გავხსენი ეს თემა "მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან 120 წლის შემდეგ, ამა წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა, უწოდა მას "სამშობლოსათვის წამებული" და მისი ხსენების დღედ 26 აპრილი დააწესა" მე პირადად ძალიან გამახარა ამ ამბავმა, და ასე გვიან რატომ გავიგე არ ვიცი.... 1886 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, და ამ საკითხზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, დიმიტრი ყიფიანმა ეგზარხოსს ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოითხოვა.... ამის გამო, 75 წლის დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს... შემდეგ კი... გირით გაუჩეჩქვეს თავი... "ის ტვინი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობდა, თავზე დაანთხიეს... და იმ გულზე, რომელიც სამშობლოზე ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს" -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
marine |
Jan 11 2022, 03:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1887 წ. 24 ოქტომბერი იყო. დილაადრიანად მთავარ ქუჩაზე მივეშურებოდი. შორიდანვე დავინახე დიმიტრი ყიფიანის სადგომთან აუარებელი ხალხი ირეოდა.
მაშინვე ვიგრძენი,რაშიც იყო საქმე. ბებერი ბერძნის ღენერალი მოუკლავთო, - იძახოდნენ აქეთ-იქით. გავარღვიე ბრბო და ავარდი კიბეზე, სადაც პოლიციელი დამხვდა მუშტით. მე ვუთხარი: ჩემი ბიძაა, გთხოვთ გამიშვათ. პოლიციელი დამაკვირდა, გაარკვია რა, რომ მე არა რუსი ვიყავი, ამიშვა. ერთი წუთის შემდეგ აღელვებული და ცრემლმორეული ვიდექი დიმიტრის საწოლის გვერდით. თოვლივით სპეტაკ საწოლში და საცვლებში დიმიტრი იწვა პირსახოცით ფეხებ და ხელებ შეკრული. საფეთქელში ჰქონდა დარტყმული გირი ან რაღაც მრგვალი რამ. ჩაჭეჭყილიდან ტვინი და სისხლი გადმოხეთქოდა სპეტაკ ჭაღარაზე და საცვლებზე. მალე მოვიდა ექ. კ. ელიაშვილი, რომელმაც დიდი მუშაობა გასწია. გვამს გაუკეთა ბალზამი. შიგნერი იქვე დააკრძალვინა, მოიყვანა ღვდლები პანაშივიდისათვის და ყოველმხრივ პატრონობდა. ეს ამაგი დღემდე არავისგან აღნიშნული არ არის. დადგა გამოსვენების დღე. სემინარიაში სასტიკად აგვიკრძალეს დავსწრებოდით დიმიტრის გამოსვენებას. მე, რასაკვირველია, არ დავემორჩილე ამ ბრძანებას. გამომცილებელ პროცესიას შეადგენდა მხოლოდ ადგილობრივი ქართული და ნაწილობრივ სომხის ინტელიგენცია". /ალექსანდრე ლეონიძე, "ბახტრიონი" 1922, 20 "კარიბჭე" N1, 2022, გვ.31/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი