IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქრისტიანული ღვთისმსახურება ახალ აღთქმაში, ცოტაოდენი ინფორმაცია
სოფი
პოსტი Apr 4 2007, 05:52 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



[] ღმერთი და ღვთისმსახურება


იესო ღმერთს "მამას" უწოდებდა რაღაც ახლებური,უფრო მეტად პიროვნული გაგებით,ვიდრე ვინმეს უწოდებია მანამდე.ის გვასწავლიდა,რომ ღმერთი რაღაც განსაკუთრებული სახით არის მისი მშობლიური მამა.იმავროულად ის თავის თანამოაზრეებს ასწავლიდა ლოცვას:"მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა!" ის ასწავლიდა მათ მისულიყვნენ ღმერთთან ისე,როგორც შვილები მიდიან მოსიყვარულე,მიმტევებელ და ბრძენ მამასთან.მან თავის მიმდევრებს მისცა "ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა"(ინ.1:12)
მრავალი ადამიანისთვის ეს მოძღვრება მეტისმეტად ახალი იყო.რელიგია მათ წარმოედგინათ მხოლოდ რიტუალებისა და წესების სისტემად,იესომ კი აჩვენა,რომ რელიგიის საფუძველთა საფუძველია - ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობანი.ღმერთი,როგორც მამა,წვდება ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს,ის ზრუნავს ჩვენზე.ეს კი ლოცვას სრულიად სხვაგვარ აზრს აძლევს.
როდესაც ქალმა ჭასთან მისულ იესოს ჰკითხა,სად უნდა სცენ ადამიანებმა თაყვანი ღმერთს,მან უპასუხა:"დგება ჟამი,არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.მაგრამ...ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით,რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის"(ინ.4:21-23).მოციქულთა საქმეების წიგნში ჩვენ ვხედავთ,როგორ დაიწყო ამ წინასწარმეტყველებამ განხორციელება,როცა "სახარება" არა მარტო ებრაელებს,არამედ წარმართებსაც ექადაგათ.
თავად მაცხოვარი სისტემურად დადიოდა ადგილობრივ სინაგოგაში და ესწრებოდა დღესასწაულებს იერუსალიმში.ის არ აწესებდწ რელიგიური რიტუალების ახალ სისტემებს.ის ვარაუდობდა,რომ მისი მოწაფეები მოძღვარს მიბაძავდნენ :შეისწავლიდნენ ბიბლიას,ილოცებდნენ და იმარხულებდნენ.და მან ანდერძად დაუტოვა მოწაფეებს,რომ ახალრწმენამიღებულნი მოენათლათ და გაეხსენებინათ მისი სიკვდილი,იმავდროულად ერთად მიეღოთ პურიცა და ღვინოც,ისევე როგორც მან გაუნაწილა მოწაფეებს პური და ღვინო თავის უკანასკნელ სერობაზე.

გავაგრძელებ.......


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
სოფი
პოსტი Apr 24 2007, 04:46 PM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



[] ნათლისღება



მეორე წესი,რომლის დაცვაც იესომ თავის მოწაფეებს უანდერძა ახალმოქცეულთა ნათლისღებაა,რომელიც აგრეთვე ებრაული წარმომავლობისაა.აღთქმის შუალედში იუდაიზმზე მოქცეულ ადამიანებს (პროზელიტებს) ნათლავდნენ, ე.ი. განწმედის ნიშნად მათ წყალში ჩააყვინთინებდნენ (როგორც წესი,უახლოეს მდინარეში).ასევე იქცეოდა იოანე ნათლისმცემელიც.ისიც მრავალ ადამიანს ნათლავდა მონანიებისა და ღვთის მიერ სულის განწმენდის ნიშნად.
მაგრამ ქრისტიანული ნათლისღება მხოლოდ ცოდვებისაგან განბანვა როდია.პავლე მოციქული გვიხსნის,რომ როცა მოსანათლი ადამიანი ჯერ წყალში გაუჩინარდება,ხოლო შემდეგ კვლავ გამოჩნდება,ის სიმბოლურად სიკვდილს,დამარხვასა და მკვდრეთით აღდგომას განიცდის.ნათლისღების აქტით ქრისტიანები მონაწილეობას იღებენ იესო ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში:"დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით,რათა,როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე,ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით"(რომ.6,4).
ახალ აღთქმაში ნაღლისღება ყველაზე სრულად აღწერილია იმ ეპიზოდში,სადაც მოთხრობილია ფილიპესა და ეთიოპიელი საჭურისის ამბავი.აქ მოტანილია სიტყვიერი ფორმულა,რომელსაც პირველი ქრისტიანები ნათლობის დროს იყენებდნენ (საქმე 8:37). ნათლისმცემელი ეუბნება:"თუ მთელი გულით გწამს,შეიძლება მოინათლო".მოსანათლი უპასუხებს:"მწამს,რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა".ზოგჯერ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით ნათლავდნენ,ზოგჯერ კი "მამისა,ძისა და სულიწმიდის სახელით".
მ.28:19; მრკ.1:4-11; რომ. 6:3-4; საქ. 8:26-39; 2:38; 19:5.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 12:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი