"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
marine |
Oct 19 2019, 10:22 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოდესღაც არსებობდა თავადობის და მონობის ეპოქა. იმისათვის, რომ მონებს თავადებისათვის მათი დაქვემდებარება და პატივისცემა ეჩვენებინათ, მათ წინაშე იჩოქებდნენ. ასევე ჩვენც მეტანიებით ცხადვყოფთ, რომ ვართ ღვთის მდაბალი მონები. ერთგვარი გრძნობადი გზით წარმოვაჩენთ ჩვენს სიმდაბლესა და პატივისცემას.
მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება და ეს ხელს უწყობს, რომ მასთან ღვთის მადლი მოვიდეს. და როცა მადლი მოვა, მისი გული ალივით მოტყინარე ხდება. სიყვარულის ალი მსხვერპლს იღებს. მსხვერპლი და შესაწირავი არის მეტანიები; სიყვარულის მსხვერპლი, თაყვანისცემა. და თაყვანისცემაში მონაწილეობს სრული ადამიანი - სულიც და ხორციც" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ "არ შეიძლება პირჯვრისწრისა და მეტანიის ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ)". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 16 2022, 09:46 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაკრიანისი* საწყალი, რამდენი გადაიტანა! თანაც, როგორ წლებში!
- მან ერთხელ თქვა, გერონდა: "ჩემი თვალები გაიმჭვარტლა". - დიახ, მას თვალები გაემჭვარტლა. დაძაბულობისა და შფოთის გამო, რომელსაც განიცდიდა, მისი თვალები თითქოსდა კვამლით ივსებოდა. რთულ დროში ცხოვრობდა და ტკივილისა და სიყვარულისაგან განუწყვეტლივ წირავდა თავს. საკუთარ თავზე არ ფიქრობდა, სათვალავში არასდროს აგდებდა თავის თავს. სამშობლოსათვის ბრძოლისას სიკვდილის არ ეშინოდა. ის რომ მონაზონი გამხდარიყო, ვფიქრობ, ანტონი დიდისგან დიდად განსხვავებული არ იქნებოდა. მიუხედავად თავისი ჭრილობებისა და სახიჩრობისა, იგი დღეში სამიათას მეტანიას ასრულებდა. როდესაც ამას აკეთებდა, ჭრილობები ეხსნებოდა, შიგთავსი გარეთ გამოდიოდა და თავად აბრუნებდა ადგილზე. სამი ჩემი მეტანია მის ერთ მეტანიას უდრის. მის წინაშე იატაკი ცრემლით იყო სველი. ჩვენ რომ მის ადგილზე აღმოვჩენილიყავით? მაშინვე საავადმყოფოში გავიქცეოდით, რათა სამედიცინო დახმარება მიგვეღო. ერისკაცები განგვსჯიან ჩვენ!" /ღირსი პაისი მთაწმინდელი/ *იოანის მაკრიანისი (1797-1864) - გენერალ-მაიორი, ელადის ეროვნული გმირი. ერთ-ერთი თავგანწირული მებრძოლი საბერძნეთის რევოლუციის დროს - თურქეთის წინააღმდეგ (1821-1830). რევოლუციისა და განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ "მოგონებების" ავტორი. ი. მაკრიანისის ცხოვრება - თავგანწირვის, ღვთსადმი, მოყვასისა და სამშობლოსადმი ქრისტიანული სიყვარულის შესანიშნავი მაგალითია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი