სიზმარი და სიზმრის მართვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და სიზმრის მართვა |
mstovari |
Dec 7 2011, 09:37 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 7-December 11 წევრი № 11,829 |
მოგესალმებით ფორუმელებო! იმედს ვიქონიებ რომ ვინმე კომპეტენტურ პასუხს და ინფორმაციას მომაწვდის სიზმრის მართვასთან დაკავშირებით( სიზმარში ცნობიერად მოქმედება ), გთხოვთ ვინმეს რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ დაპოსტეთ
|
marine |
Jan 22 2022, 08:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიზმრებს, რომლებიც ბუნებრივი მიზეზითაა გამოწვეული, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ისინი ღამით ნანახ კინოფილმებს ჰგავს, მაგრამ მთლად უსარგებლოც არ არის. თუ დღის განმავლობაში თავს კარგად არ იცავ, კითხულობ უზნეო წიგნებს, უყურებ კინოფილმებს ან შეუფერებელ სანახაობებს, შენი სიზმრებიც სამარცხვინო და ბინძური იქნება. სიზმარი ააშკარავებს შენი სულის მდგომარეობას, რისთვისაც პასუხს აგებ ღვთის წინაშე.
რაც შეეხება ღვთივმიმადლებულ სიზმრებს, ისინი იშვიათია და კეთილმსახურ და წმინდა ადამიანებს ეგზავნება ცხოვრებასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადასწყვეტად. ღვთივმიმადლებული სიზმრები იმდენად იშვიათია, რომ სრულიად დაუჯერებელია, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გავხდეთ მათი ხილვის ღირსი. რაც შეეხება ეშმაკისეულ სიზმრებს, ისინი უთვალავია. მათი მეშვეობით ეშმაკი ცდილობს, გვაცდუნოს, აღაგზნოს ჩვენი წარმოსახვა, სიძულვილი და მტრობა გააღვივოს ჩვენ შორის, ხალხის დასაცინი გაგვხადოს, რწმენა შეგვირყიოს, ყველაფერი ისე მოაწყოს, რომ ჩვენი დღეები მწუხარებაში გავლიოთ, აღგვიძრას ეჭვები, ილუზიები განგვიმტკიცოს, დაგვარწმუნოს იმაში, რომ ვესაუბრებით უფალ იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ან წმინდანებს. ბოლოს კი დაგვცეს და უკვდავი სული წარგვაწყმედინოს. ყოველივე აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ: საფრთხეს თავი რომ ავარიდოთ, სიზმრებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. გვეთანხმებით? - მადლობა უფალს. არ გჯერათ ჩვენი? ფრთხილად იყავით, თქვენი შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს!" /არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი