წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 3 2022, 08:32 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენს ოჯახში ინახება წმ. ნიკოლოზის უძველესი ხატი, რომელსაც განსაკუთრებულად ეთაყვანებოდა ჩემი დიდი ბებია - დარია პავლეს ასული. რატომ? - ამაზე მოგვითხრობს ოჯახის გადმოცემა.
ერთხელაც ახალგაზრდობაში ჩემი დიდი ბებია გაემგზავრა ადრიელ წირვაზე ვიკსენსკის ივერიის დედათა მონასტერში. ის ცხოვრობდა მონასტრიდან 15 კილომეტრში, სოფელ ველეტმაში. გზა ტყეში გადიოდა. სადღაც შუა გზაზე დარიას გზა გადაუღობა ბინძურმა კაცმა. რა უნდა ექნა მარტოხელა, დაუცველ ქალს? მან დაიწყო მხურვალე ლოცვა: "მამაო ნიკოლოზ, დამეხმარე!" მყისიერად ტყიდან გამოვიდა ჭაღარა, არც თუ მაღალი მოხუცი კვერთხით ხელში, რომელიც არამზადას მოუქნია, ქალს კი უთხრა: "ნურაფრის გეშინია, უფლის მხევალო". შეხედა კაცმა მოხუცს, შეტორტმანდა, შემდგომ კი დარიას უთხრა: "ქალო, მადლობა უთხარი ღმერთს და შენს მფარველს, თორემ მე ვიცი..." და ის ტყეში თვალს მიეფარა, მოხუციც გაუჩინარდა, თითქოს არც იყო... ასე სასწაულებრივად, ხილულად ეჩვენა წმიდა ნიკოლოზის წყალობა დარიას. ამ სასწაულის მოყოლისას ჩემი დიდი ბებია ყოველთვის ტიროდა და მხურვალედ ლოცულობდა წმ. მღვდელმთავრის ხატთან". /მონა ღვთისა იოანე, კალინიგრადის მხარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი