![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
დღეს კომპიუტერს მივუჯექი თუ არა ტრადიციულად მოვინახულე რამოდენიმე რჩეული ვებ გვერდი, რომლებზეც ძირითადად ვატარებ დროს, ერთ ერთი საიტი გახლავთ www.orthodoxy.ge. შევედი ზემოთ აღნიშნულ საიტზე და თავფურცელზე ამოვიკითხე წარწერა "ხორციელის კვირა - საშინელი სამსჯავროს ხსენება"...
ვფიქრობ ასეთი სახის თემა აუცილებელია მართლმადიდებლურ ფორუმზე. საშინელი სამსჯავრო... დღე (ასე დავარქმევ) როცა ყოველ ჩვენთაგანს მოგვეკითხება ჩვენი ამქვეყნად ჩადენილი ცოდვები... საშინელი სამსჯავრო... დღე რომელზეც მთელი ჩვენი ცხოვრებისეული არსია დამოკიდებული. საშინელი სამსჯავრო... დღე რომელის შემდეგაც ვიგემებთ ან სამუდამო ნეტარებასა და განსვენებას, ან კიდევ ტანჯვასა და გოდებას... საშინელი სამსჯავრო... დღე მოსავლის მომკისა, და ხორბლისა და ღვარძლის განცალკევებისა... საშინელი სამსჯავრო... დღე როდესაც უფალი განსჯის ყოველს, და დაიყენებს ცხვრებს მარჯვნივ, ხოლო თხებს მარცხნივ. საშინელი სამსჯავრო... დღე, რომელიც ყოველ წუთას უნდა გვახსოვდეს, და გვეშინოდეს.... უფალო შეგვიწყალე... საშინელი სამსჯავრო – ვერც ერთი აზრი და სიტყვა ისე ვერ გამოაფხიზლებს კაცის გონებას, როგორც წარმოდგენა იმ საშინელი და შემაძრწუნეებლი წამისა, როდესაც იგი საშინელ სამსჯავროზე ღმრთის პირისაგან მისი საბოლოო განაჩენის შესახებ მოისმენს. თუმცა, ამქვეყნად ადამიანი ხშირად და ადვილად ცოდავს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მათ შესახებ ვერავინ შეიტყობს. ყოველი ადამიანი თავმომწონეა და უფრთხის, ვინმემ მასზე ცუდი არ იფიქროს. ცოდვას სიბნელე და დუმილი უყვარს. უეჭველია, ადამიანი დარწმუნებული რომ იყოს, მისი ცოდვის შესახებ მაშინვე ყველა შეიტყობდა, ცოდვას არ ჩაიდენდა. საშინელ სამსჯავროზე კი ყოველი ჩვენი ცოდვა მთელი ქვეყნის დასანახად წარმოჩნდება. თუ ზოგჯერ შენი ცოდვების გამო აქაც ისეთ სირცხვილს გრძნობ, რომ არ იცი სად დაიმალო, წარმოიდგინე, როგორი სირცხვილი და გაკიცხვა გელის, როცა მათ შესახებ ცაც და დედამიწაც, ნაცნობნიცა და უცნობნიც შეიტყობენ. თუ ამქვეყნად ადამიანთა მოტყუებას ახერხებდი და მათ კეთილი და ღმრთისმოყვარე კაცად მიაჩნდი, მაშინ გაიგებენ, რომ შენი ღმრთისმოყვარება თურმე მხოლოდ ნიღაბი იყო, რომ სიმართლე მხოლოდლ ენაზე გქონდა, ხოლო გული შენი ბოროტებითა და უსჯულოებით იყო სავსე. მეორეც: როცა ამქვეყნად ცოდვას ჩავდივართ, იმედი გაქვს, რომ მას ოდესმე მოვინანიებთ. თუმცა, სჯულს ხშირად ვარღვევთ, მაგრამ თავის სანუგეშებლად და თავის გასამართლებლად ათასგვარ მიზეზებს მოვიგონებთ. ამიტომ, ხშირად ჩვენი სინდისი შეკრული და დაბნელებულია. საშინელ სამსჯავროზე კი, როცა თავის გასამართლებელი მიზეზები მოგვესპობა, რითღა ჩავაჩუმებთ სინდისის ხმას. ცბიერი და ცრუ აზრებისაგან განთავისუფლებული სინდისი ცოდვილს საშინლად ტანჯავს. მის მიერ ჩადენილი საქმენი, როგორც უმოწყალო ლაშქარნი, წინ დაუდგებიან და მის შეძრწუნებასა და შემუსვრას იწყებენ. მაშინ ამაო იქნება მოთქმა და გოდება, ვედრებისათვის ხელების აპყრობა, ჟამი სინანულისა, დრო შეწყალებისა და მოწყალებისა დამთავრებულია. და ცოდვილი მოისმენს საშინელ განაჩენს: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა. ამასთან: ადამიანს ამქვეყნად რაც არ უნდა ჭირი და უბედურება შეემთხვეს, იმის იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს სიკვდილი მაინც დაასრულებს მას, საშინელ სამსჯავროზე გამოტანილი განაჩენი კი საბოლოოა, ხოლო ტანჯვა ცოდვილისა – დაუსრულებელი. http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/gabriel/stsavlani-9.htm ![]() |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,977 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყველა ჩვენგანი მთელი სამყაროს წინაშე სრულიად აშკარა ღვთის სამსჯავროზე წარვსდგებით"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 03:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი