მაქსიმე აღმსარებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მაქსიმე აღმსარებელი |
კანუდოსელი |
Feb 12 2008, 12:49 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა შემოგთავაზოთ ამ უდიდესი წმინდანის შესახებ თემა, სადაც მინდა ვისაუბროთ იმ ისტორიული წყაროების შესახებ, რომლებიც გვამცნობენ წმინდა მაქსიმეს ცხოვრებას და მის მოღვაწეობას.
აქვე მაქვს კონკრეტული კითხვა: ცნობილია, რომ წმინდა მაქსიმე აღესრულა საქართველოში, სადაც ის გადასახლებული იქნა მისი მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამო, მაგრამ ამავე დროს ცნობილია, რომ მისი წმინდა ნაწილი (ხელი) ინახება ათონის მთის პავლე საჭურისის მონასტერში. ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ეს წმინდა ნაწილი ათონზე? ძალიან დამავალებთ, თუ დამეხმარებით. წინასწარ დიდი მადლობა პატივისცემით კანუდოსელი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
marine |
Feb 27 2022, 10:13 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,233 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბიზანტიელი ქრონოგრაფი თეოფანე გადმოგვცემს, რომ 697 წელს "აჯანყდა ლაზიკის პატრიკიოსი სერგი ბარნუკის ძე და ეს ქვეყანა არაბებს დაუქვემდებარა". ჰერაკლე კეისრის ლაშქრობათა შემდეგ VII ს-ის 60-იან წლებამდე ჩვენ არაფერი ვიცით ეგრისის (ლაზიკის) შესახებ. ამ დროისათვის კი გვაქვს ისეთი სანდო წყარო, როგორიც არის ცნობილ ბიზანტიელ საეკლესიო მოღვაწესთან, მაქსიმე აღმსარებელთან ერთად ბიზანტიიდან ეგრისში გადმოსახლებული ანასტასი აპოკრისიარის წერილი, რომელშიც აღწერილია მათი თავგადასავალი ამ ქვეყანაში გადმოსახლების შემდეგ და რომელიც მან ლაზიკიდან მისწერა თეოდოსი განგრელს, ასევე ერთ-ერთ ბიზანტიელ საეკლესიო მოღვაწეს. შემორჩენილია აგრეთვე თვით თეოდოსი განგრელის "მოგონებები" მაქსიმე აღმსარებლის შესახებ, დაწერილი ამ უკანასკნელის ეგრისში სიკვდილის (662 წ.) შემდეგ, 668/9 წლებში, როდესაც თეოდოსი თვით ჩამოვიდა ლაზიკეში გადასახლებულთა შესახებ ცნობების შესაკრებად და ესაუბრა "ლაზიკის პატრიკიოს ლებარნიკიოსს, რომელიც - ღვთის განგებით - ამის თანამხილველი ყოფილა".
/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი "საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.130/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 11:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი