წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 1 2022, 12:44 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
40 დაუჯდომელი წმ. ნიკოლოზს
"ერთხელ სკოლიდან დაბრუნებულს სახლში საჭმელი არაფერი დამხვდა. ჩვენი ოჯახი განსაცდელში იყო - არ გვქონდა არც ფული, არც პური (მამა იყო მღვდელი, რის გამოც მას არ აძლევდნენ პროდუქტების ბარათებს და არც სამსახურში აჰყავდათ სადმე). დედა წინდებს ქსოვდა და თან ოდნავ გასაგონად გალობდა: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..." მამა ვიღაცასთან წავიდა კარტოფილის სათხოვნელად - მას 12 ცალი მისცეს. მე ვთქვი: - დედა, იქნებ მუშაობა დამეწყო რკინიგზაში? 16 წლიდან იყვანენ. იქნებ ასაკი მოვიმატო და მივიდე? - იყავი აქ, შვილო, რა მუშა გამოვა შენგან, როცა ჭიდან წყალს ძლივს იღებ, - მითხრა დედამ. უცებ დედამ საქსოვი გადადო და ჩაფიქრებულმა თქვა: აი, ამას კი ამბობენ, რომ ვინც წმ. ნიკოლოზს 40 დაუჯდომელს წაუკითხავს ყველაფერს მიიღებს ღვთისგან, რასაც სთხოვსო. მაშ ახლავე დავიწყებ კითხვას, - გადაჭრით ვუთხარი მე. მაშინვე მივედი ხატების კუთხეში, დავიჩოქე და პირველად ცხოვრებაში დავიწყე წმ. ნიკოლოზის დაუჯდომლის კითხვა. ვაგზის შენობაში განთავსებული იყო წიგნების მაღაზია და გაზეთების ჯიხური. მას განაგებდა ისააკ სკლარი. მისი შვილი იმავე სკოლის მეორე კლასში იყო, სადაც მე ვსწავლობდი. სკოლა სადგურიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მდებარეობდა. მე ყოველთვის მიწევა გავლა ამ მაღაზიის წინ და ინტერესი წიგნებისა და ჟურნალების მიმართ ყოველთვის მიბიძგებდა მისკენ, თუმცა უფულობის გამო ვერასდროს ვერაფერს ვყიდულობდი. ვიდექი ხოლმე 15 წუთი და ვიტრინებს ვათვალიერებდი. ასე ხდებოდა თითქმის ყოველ დღე. და აი, მე თვალიერებისას უცებ მეკითხება მეპატრონე: - მიშა, გინდა ფული გამოიმუშავო? და არც კი დაუცადა ჩემს პასუხს, გამოვიდა და მიჩურჩულა, რომ დავალებული აქვს მოახდინოს მაღაზიის ინვენტარიზაცია და გასული წლის ანგარიშის ჩაბარება. - თუ ამას 5 დღეში გააკეთებ, მე შენ 30 მანეთს მოგცემ, - მითხრა მეპატრონემ. ამ ამბის გაგებისას დედამ ჯვარი გამოსახა და ატირდა, მამამ კი მკითხა: - წმ. ნიკოლოზის რამდენი დაუჯდომელი წაიკითხე? - 38, დღეს იქნება 39. - აი, თავად ხედავ, როგორ ეხმარება წმ. მღვდელმთავარი. მის მიმართ ყოველთვის ილოცე, შვილო, - დასძინა მამამ. ცოტაოდენი შევჭამე და დავიწყე ლოცვა. დედ-მამაც ჩემს გვერდით ლოცულობდნენ, მუხლზე მდგომნი. სკოლაში გაცილებისას დილით დედამ მითხრა: - მე სადგურში დაგელოდები, თუ დაგაგვიანდა ღამის 1-2 საათამდეც კი. 5 დღის შემდეგ მე ავიღე ცხოვრებაში პირველი ხელფასი - 30 მანეთი, რომელიც ესოდენ აუცილებელი იყო განსაცდელში მყოფი ჩვენი ოჯახისთვის. *** დიდ დასვენებაზე ყველა მოსწავლე იღებდა უფასო საუზმეს რკინიგზის პროფკავშირების ხარჯზე. კლასში შემოჰქონდათ ემალის ქვაბით საჭმელი, 300 გრამი პური, ყველთან ან ძეხვთან ერთად. ჩემი მშობლები არ იყვნენ რკინიგზელები და ამიტომ მე საუზმე არ მერგებოდა. ამდენად შესვენებისას გამოვდიოდი ნახევრად ბნელ დერეფანში, სადაც ვჭამდი პურის ნაჭერს, რომელსაც სახლიდან მატანდნენ, თუმცა დედა ყოვლეთივს ვერ მატანდა პურს, დილით კი არასდროს ვჭამდი. ერთხელ გაკვეთილების ბოლოს მამასახლისმა მითხრა: - ხვალ არ წახვიდე დასვენებაზე, მე შენ სიაში შეგიყანე და ჩვენთან ერთად ისაუზმებ. მე კი დაბნეულად ვკითხე: - ამის გამო ხომ არ დაგსჯიან? - არა, რას ამბობ, - მიპასუხა მან. იმ დღიდან მეც ვიღებდი უფასო საუზმეს. და რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ის საჭმელი ჩემთვის. დედ-მამამ დიდად გაიხარეს ამით. 8 კლასის დასრულების შემდეგ 14 წლისამ მე მუშაობა დავიწყე". /დეკანოზი მიქაელის (ტრუხანოვი) მოგონებიდან/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი