სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Jan 30 2008, 02:07 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქართველი ისტორიკოსების სია საკმაოდ ვრცელია: ლეონტი მროველი, ჯუანშერი, ვახუშტი ბატონიშვილი, სეხნია ჩხეიძე, პაპუნა ორბელიანი და ა.შ. და ა.შ.
ამ თემაში ვისაუბროთ ჩვენს ძველ და თანამედროვე ისტორიკოსებზე, მათ ღირსებასა და ნაკლოვანებაზე. (ნაკლოვანება იმიტომ ვახსენე, რომ ხშირად საუბარია იმაზე, რომ რომელღაც ისტორიკოსის ცნობებს არ ენდობიან ამა თუ იმ მიზეზის გამო.) მე პირადად, ამჯერად, საუბარს დავიწებ ჯუანშერზე ჯუანშერი (ივ. ჯავახიშვილი) "ანა დედოფლის" და "მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში" ერთი მინაწერი მოიპოვება, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში" შეტანილ თხზულებათა შესახებ ცნობებს შეიცავს. აქ ნათქვამია: "წიგნი ესე ქართველთა ცხორებისა ვიდრე ვახტანგისადმდე აღიწერებოდა ჟამით ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისაგან ვიდრე აქამომდე (ესე იგი *437-438, გვ. 215) აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმის წულის ქმარმან წმიდისა არჩილისამან, ნათესავმან რევისამან, მირიანის ძისამან"-ო (*437-438, გვ. 215). ამ მინაწერითგანა ჩანს, რომ ვახტანგისა და მის მომდევნო მეფეთა ისტორია ერთი მემატიანის დაწერილად ითვლება. მართლაც, "ანა დედოფლის" და "მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში" ვახტანგ მეფის ისტორიას განსაკუთრებული სათაური აქვს: ცხორება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა მეფისა მშობელთა და შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღვთის მოყუარისა მეფისა, რომელი უმეტესად სხვათა სახელგანთქმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა" (*293-294, გვ. 117 და ანა დედოფლის ქართლის ცხოვრება, 89). როგორც ამ სათაურიდან ჩანს, ჯუანშერს თავის ისტორიაში ჯერ ვახტანგის მშობლების შესახებ მოუყვანია ცნობები, ხოლო "შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღვთის მსახურისა მეფის" ცხოვრება და მოღვაწეობა აუწერია. თვით თხზულებაშიაც მართლაც ასეა დალაგებული მოთხრობა. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Mar 6 2022, 06:55 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"XIX ს-ის და XX ს-ის დასაწყისში ქართველი ისტორიკოსების - თეიმურაზ ბაგრატიონის, დავით ჩუბინიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, პლატონ იოსელიანის, ალექსანდრე ხახანაშვილის, მოსე ჯანაშვილისა და სხვ. ნაშრომეში წარმოდგენილია უაღრესად საინტერესო მოსაზრებანი წინაქრისტიანული ხანის საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის, სოციალურ-ეკონომიკური წყობის, ქალაქების, ქართველთა ეთნოგენეზისისა და სხვ. საკითხებზე.
XX ს-ის პირველ ათწლეულებში ქვეყნდება ახალი ქართული ისტორიოგრაფიის მამამთავრის აკად. ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წყაროთმცოდნეობის, ეთნოგენეზისის, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წყობის, ქართული ანბანის წარმოშობისა და სხვ. პრობლემების განხილვას. საქართველოს ძველი ისტორიის საკითხებს მიეძღვნა აკად. ივ. ჯავახიშვილის სამაგისტრო დისერტაცია, ხოლო თავის საყოველთაოდ ცნობილ "ქართველი ერის ისტორიის: I წიგნში უძველესი ისტორიის გადმოცემისას პირველმა გამოიყენა არქეოლოგიური მასალები. საქართველოს ძველი ისტორიის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა აკად. სიმონ ჯანაშიამ, რომლის ნაშრომებში განხილულია საქართველოს ძველი ისტორიის მრავალი ასპექტი. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს აკად. სიმონ ჯანაშიას რედაქციით და ივ. ჯავახიშვილთან და ნ. ბერძენიშვილთან თანაავტორობით სასკოლო სახელმძღვანელო "საქართველოს ისტორია", სადაც ს. ჯანაშიამ არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების საფუძველზე პირველად წარმოადგინა ადამიანთა საზოგადოების ისტორიის განვითარება საქართველოში უძველესი დროიდან VI ს-მდე". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ. 69/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ჩვენი ისტორიკოსები Jan 30 2008, 02:07 PM
marine ჯუანშერის "ისტორ... Feb 1 2008, 12:32 PM
marine ჯუანშერის თხზულებ... Feb 11 2008, 06:24 PM
marine ჯუანშერის მიერ დაწ... Feb 18 2008, 04:14 PM
marine იმ მცირეოდენ წყარო... Feb 26 2008, 12:14 PM
marine "ლაშა-გიორგის დრო... Apr 29 2020, 05:22 PM
marine "ლეონტი მროველი, ... Feb 28 2022, 06:16 PM
marine "ვახუშტი ბაგრატი... Mar 7 2022, 12:50 PM
marine "დიაღ, ბროსე იყო მ... Jul 5 2022, 02:29 PM
marine "თამარ მეფე ყოველ... Apr 16 2026, 07:20 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 03:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი