სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Feb 7 2022, 03:36 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში "საეკლესიო საკითხები რუსეთში" ქართულ ეკლესიას რამდენიმე გვერდი ეთმობა, რომელშიც ნ. დურნოვო წერს თუ რაოდენ მტაცებლურად იქცეოდნენ რუსი ეგზარქოსები საქართველოში:
"თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუსი ეგზარქოსების - უზურპატორების - ქმედებაზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდებოდა, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. საქარველოში განწესებული რუსი ეგზარქოსები ამ ქვეყანას ისე უყურებენ, როგორც მათთვის განკუთვნილ გასაძარცვ მხარეს, ასევე მთელი ძალით ცდილობენ ქართველების გარუსებას". /მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 15/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Mar 7 2022, 10:25 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზოგმა დამპყრობელმა ქუდი დაგვიტოვა თავისი, ზოგმა ტანსაცმელი, ზოგმა ცბიერება, ზოგმა თვალთმაქცობა, ზოგმა უზნეობა, ზოგმა ენა შეგვირყვნა და ზოგმა რჯული, მაგრამ იმდენი ზარალი, ზნეობრივ-გონებრივი ზარალი, არავის არ მოუყენებია, როგორიც მოგვაყენა რუსეთმა. სხვა მტერი რომ შემოვიდოდა ხოლმე საქართველოში, მიანგრ-მოანგრევდა, ააწიოკებდა მას და კვლავ გარბოდა. საქართველო რჩებოდა ისევ თვითარსად, თვითმმართველად, თავის თავის გამგებლად და ავად თუ კარგად თვითვე უვლიდა თავის შინაურსა და გარეშე საქმეებს. რუსები კი, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართველ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურობის მოსპობა. მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა, სამართალი, შემოიტანეს თავისი კანონები, სატუსაღოები, სკოლები, ყაზარმები და მონღოლურ-სლავური ვერაგობით იქამდე გაგვიხადეს საქმე, რომ დღესაც კი – რუსეთის დანგრევის შემდეგაც კი არამც თუ ძველი თაობა, არამედ ახალი თაობაც კი ჯერაც გონს ვერ მოსულა და ისევ რუსულად აზროვნებს, მღერის, ჟღმურტულებს. მარტო ბრმა და ყრუ ან ჯიუტი და მოღალატე ქართველი – მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპისა, თუ ვერ დაინახავს იმ უფსკრულს, რომელსაც უმზადებს ქართველ ერს დღევანდელი რუსეთი.”
/გრიგოლ რობაქიძე FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine რუსეთი და საქართველო! Feb 7 2022, 03:36 PM
marine "რუსეთის ეკლესია... Feb 7 2022, 07:36 PM
marine "XIV საუკუნეში ჩამო... Feb 10 2022, 09:03 PM
marine "დაე, მალე გაუთენ... Feb 14 2022, 08:33 PM
marine "დღეიდან მაინც არ... Feb 25 2022, 09:10 PM
marine "დაცინვას, შეურაც... Feb 28 2022, 06:06 PM
marine "უკრაინის ომმა კი... Feb 28 2022, 09:28 PM
marine "მოსემ ებრაელი ერ... Mar 18 2022, 08:18 PM
marine "სამართლიანად არ... Apr 6 2022, 09:32 PM
marine "რუსეთის იმპერატ... Jun 23 2022, 12:57 PM
marine "არასდროს დაგავი... Jul 28 2023, 02:03 PM
marine "მიუხედავად მრავ... Aug 19 2023, 05:18 PM
marine "ერთხელ, მამების ... Sep 3 2023, 08:54 PM
marine "მტრებმა იცოდნენ ... Mar 10 2024, 12:43 PM
marine "რუსეთმა, რაც კი კ... Jul 9 2025, 08:14 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 12:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი