ოსთა და აფხაზთა წარმომავლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ოსთა და აფხაზთა წარმომავლობა |
ქავთარაძე |
Sep 5 2007, 04:55 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრთან მიდავია ამ თემაზე , ბევრი მიმტკიცებდა რომ ოსები ქართველები არიან და დასაბამიდან მანდ ცხოვრობდნენ და ბევრჯერ ეს დავა კონფლიქტამდე მისულა
მე ვუმტკიცებ ხოლმე რომ ოსები არ არიან ქართველები და ჩამოსახლებული ტომები არიან ხოლო აფხაზები არიან სუფთა სისხლის ქართველები და სუფთა სისხლის ქართველები არიან და ისეთივე შტოა როგორც მეგრელები და სვანები, აქვთ თავიანთი ენა და ქართული ანბანი. აბა მითხარით რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით. იქნებ რაიმე ისტორიული ნარკვევი გქონდეთ... |
marine |
Apr 1 2022, 03:01 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,441 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ქართველ ხელისუფალთა გავლენა დვალეთზე დროებით შესუსტდა, რითაც ისარგებლეს ჩრდილოეთით მცხოვრებმა ოსებმა, რომელთა განსახლების არეალი დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე იყო. გადამეტსახლებული ოსეთის მკვიდრებმა თავდასხმების, მეკობრეობისა და ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილობრივი ქართველი მთიელი დვალები, მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში განსახლებულიყვნენ. ოსთა მიგრაცია და დასახლკარება დვალეთში ძირითადად XVI საუკუნეში განხორციელდა და ეს პროცესი აქ XVII საუკუნეშიც გრძელდებოდა. ოსთა დვალეთში მიგრაციას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ დვალების მნიშვნელოვანი ნაწილი შავმა ჭირმა გაწყვიტა, რის მიზეზითაც მათ საკმარისი წინააღმეგობა ვეღარ გაუწიეს მოთარეშეეებს. ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსურ ენობრივ-ეთნიკური სამყაროს გავლენით გაოსდა. დვალები გაქრნენ, როგორც ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი/ლოკალურ-ტერიტორიული ერთეული".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 205/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 07:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი