რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2022, 04:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს არაქართული მოსახლეობიდან ებრაელები ყველაზე ადრე არიან მოსული.
მცხეთაში აღმოჩენილი ებრაული ეპიტაფიები ებრაელთა დიდი კოლონიის არსებობას ადასტურებს. ქართლის დედაქალაქში "უბანი ჰურიათა" არსებობდა. აქ მათ "ბაგინი ჰურიათა" (სინაგოგა) ჰქონდათ. შუა საუკუნეებში ებრაელები საქართველოს თითქმის ყველა მხარეში ცხოვრობდნენ. მათი განსახლების ადგილებს ჩამოგვითვლის ვახუშტი ბაგრატიონი. XIX საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში ქალდეველი ებრაელებიც სახლდებიან. როგორც აღნიშნავენ, წინამორბედების მსგავსად მათაც შეითვისეს ქართული ენა, ქართული ყოფა-ცხოვრება. XIX საუკუნეში საქართველოში ცხოვრობდნენ სპარსეთისა და ევროპელ ებრაელთა მცირერიცხოვანი თემები. სპარსელი ებრაელებისაგან განსახვავებით, ევროპელი ებრაელები თანდათანობით მრავლდებოდნენ. ისინი ძირითადად თბილისში ცხოვრობდნენ და ფლობდნენ ქართულ ენას. 1886 წლის საოჯახო სიებით საქართველოში (თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში) 14 714 სული ებრაელი მკვიდრობდა. საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნოსებისგან განსხვავებით, ებრაელთა დედაენა ქართული იყო". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 212/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი