სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ვეშაპო |
Jun 16 2007, 05:27 PM
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
იძულებითა ჯამბაკურისათა, ამ პოსტებს აქეთ გადმოვიტან, მგალობლის შესამოსელის თემაში ჩავპოსტე და იერთი ჰამბავი მაწია.
იტოგში: გვერდითა ფორუმში იყო ამაზე საუბარი და მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოსტი გადმოვიტანო. ციტატა Ar-Pharazôn ჩოხა ზოგადად გვიან შუასაუკუნეებში შემოსული სამოსია. ნახატებზე მეთვრამეტე საუკუნიდან გვხვდება მარტო (სოლომონ II-ის პორტრეტი , მაგალითად), მანამდელ პორტრეტებში (მაგ. იმერეთის ბატონიშვილის ალექსანდრეს პორტრეტი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო), ჩოხა არ არის გამოყენებული, არამედ სხვა ტიპის, დღემდე არმოღწეული საბრძოლო კოსტუმი, ჩოხის მსგავსი, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავებული (მასრების და სხვა აქსესუარების გარეშე)... ჩოხის სიგრძეზე ვერაფერს ვიტყვი... ციტატა Ar-Pharazôn იმერლებს მოკლე ჩოხები ეცვათ მეცხრამეტე საუკუნემდე. გრძელი ჩოხა ჩერქეზეთიდან შემოვიდა, ჯერ სამეგრელოში და აფხაზეთში მოიდგა ფეხი და მეცხრამეტე საუკუნის შუახნისათვის იმერლებმაც გრძელი ჩოხების ტარება დაიწყეს. მანამდელ მინიატურებში იმერლები მოკლე ჩოხებში გვხდებიან. მაგალითად ამ სურათში. ციტატა kardu ვითომ???არ ვიცი მე სხვა ინფორმაცია მაქვს. მოკლე ჩოხა რომ ლეკურია ეგეც სადღაც ამომიკითხავს ციტატა Ar-Pharazôn ზუსტად სად წარმოიშვა მოკლე და გრძელი ჩოხა არავინ იცის. უბრალოდ ფაქტია რომ გრძელი ჩოხა (ისევე როგორც ზოგადად ჩოხა) ჩრდილოკავკასიაში (უფრო ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში) გამოგონებული სამოსია და XVII-XVIII საუკუნეებში შემოვიდა ნელნელა საქართველოში. ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ გრძელი ჩოხების ტარება ქართველებს შორის პირველებმა მეგრელებმა დაიწყეს (ყოველ შემთხვევაში XIX საუკუნის დასაწყისისათვის ატარებდნენ), მერე გადაიღეს იმერლებმა. ქართლ-კახეთში გრძელი ჩოხა არასოდეს ყოფილა გავრცელებული. ერთი ძალიან საინტერესო სურათი მაქვს. რუსმა ეთნოგრაფმა ჩაიხატა 1810-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ტიპაჟები. ამ სურათზე ასახულები არიან მეგრელი (გრძელ ჩოხაში), იმერელი (მოკლე ჩოხაში, შარვლით) და გურული (ჩაქურაში). გურული და მეგრული კოსტუმები ამის შემდეგ არც შეცვლილა თითქმის, მაგრამ იმერული ჩაცმულობა XIX საუკუნის ბოლოსათვის აშკარად განსხვავებულია - იმერლები ამ დროს უკვე გრძელ ჩოხებს იცვამდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სამივე დასავლურქართული ეთნიკური ჯგუფის ტიპაჟს გრძელი თმები აქვს. კიდევ ერთი განსხვავება აღმოსავლეთ ქართველებთან, სადაც მამაკაცები ყოველთვის თმებს იჭრიდნენ - დასავლეთ ქართველი კაცები XIX საუკუნის შუახნებამდე, როგორც წესი თმებს იზრდიდნენ გრძლად.... ![]() რაც შეეხება ჩაქურას. აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, ეს ტანსაცმელი აცვიათ, აჭარლებს, გურულებს, მეგრელებს, მესხებს, ანატოლიელ თურქებს, პონტოელ და კვიპროსელ ბერძნებს. არის ორი მოსაზრება. პირველის თანახმად ეს სამოსი იყო ბიზანტიის ძირითადი მოსახლეობის გლეხური ტანსაცმელი. მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა (ჩემთვის), ეს ტანსაცმელი თურქებმა შემოიტანეს. აი, ეს არიან ბერძნები. ![]() ხოლო ესენი კი, თურქები არიან. ![]() შეფასებები თქვენთვის მომინდვია. გამოდის, რომ სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია, ესაა ხევსურული ტანსაცმელი. ხევსურები 1901 ![]() ხევსურები 1929 ![]() თუშები 1901 ![]() სვანები ![]() სვანები ![]() გელოვანები ![]() ქელეხი სვანეთში 1886 ![]() რაჭველი ცოლ-ქმარი 1886 ![]() მეგრელები ![]() მეგრელი ქალი ![]() გურული პოლიცისტები ![]() ყარაჩოხელები ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
| marine |
Apr 3 2022, 10:17 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,191 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართულმა ყოფამ ხევსურეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში შემოინახა უძველესი სამოსი ხევსურული ტალავარი. დახვეწილია ქართული ჩოხა, რომელიც ქართველი მამაკაცის ჩაღილულ კაბაზე (ასეთი სამოსი კი მრავლად გვხვდება ქართული ტაძრების ფრესკებზე) მკერდის არეში მასრების ჩასაწყობის მიკერების შედეგად განვითარდა და მიიღო საბოლოო ფორმა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 359/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ვეშაპო ქართული ნაციონალური ტანსაცმელი Jun 16 2007, 05:27 PM
ვეშაპო [color=#CC0000]შემდეგ სოტირ... Jun 16 2007, 05:40 PM
komisia :lol: მაგარი დიალოგია ... Jun 20 2007, 09:49 PM
ვეშაპო komisia
გრძელი ჩოხები დ... Jun 20 2007, 10:42 PM
mariami-k ულამაზესია ქართულ... Jun 21 2007, 09:05 AM
komisia ვეშაპო
კიდევ კარგ... Jun 21 2007, 12:01 PM
ulvashi ყაბალახზე რას იტყვ... Jun 21 2007, 04:56 PM
G A B O რა მაინტერესებს, ჩ... Jun 24 2007, 05:17 PM
komisia G A B O
როგორც მე ვიცი:
... Jun 24 2007, 05:42 PM
Cecxladze I ვაა რა კაი ფოტოები ... Jun 25 2007, 01:01 PM
potiabesbaia Cecxladze I
იდეა გადასარე... Jun 25 2007, 01:30 PM
komisia
მწვანე ჩოხა რა უბე... Jun 25 2007, 03:31 PM
N. R.
მწვანე ჩოხა რა უბე... Jul 6 2007, 04:26 AM
potiabesbaia komisia
არა პირველად არ... Jun 25 2007, 06:31 PM
ქავთარაძე
ხოდა მეც ამ ტანსაც... Jun 25 2007, 09:10 PM
komisia ქავთარაძე
შენც აპი... Jun 25 2007, 10:40 PM
ვეშაპო komisia
ბექაა მგონი შუხ... Jun 26 2007, 04:37 PM
komisia
კაცო, რო ჰქვიათ ჩოხ... Jun 26 2007, 06:48 PM
ვეშაპო N. R.
ჰეჰ!
შენ უნდა ნ... Jul 7 2007, 08:55 PM
misdevs mela loms komisia
ვაოფებ, მაგრამ ... Jul 7 2007, 09:05 PM
tako_chicho misdevs mela loms
მართალია... უ... Jul 9 2007, 12:33 PM
bato http://bin.ge/file/64652/dato-gugunava--sh...xvavi... Sep 8 2007, 12:55 PM
komisia bato
აი აქ ნახე: http://church.ge... Sep 13 2007, 11:34 AM
bato არა,სამწუხაროდ არა... Sep 13 2007, 03:27 PM
bato http://img208.imageshack.us/img208/9752/post591135... Sep 15 2007, 02:49 PM
გლახა tako_chicho
და რა უნდა გაა... Sep 15 2007, 02:55 PM
M.M. მგონი მართალია, ჯე... Sep 20 2007, 10:45 AM
komisia M.M.
რას ვიზამთ, სიმა... Sep 20 2007, 10:53 AM
M.M.
M.M.
საქმის მეტი რა ა... Sep 20 2007, 11:01 AM
komisia M.M.
:ფიქრი: ვენახი მა... Sep 20 2007, 11:11 AM
ართი ვარდი komisia
:lol: :thumbs: Sep 20 2007, 11:25 AM
M.M. ხალხო, რას დასცინი... Sep 22 2007, 11:41 AM
komisia M.M.
იხედება :) ნამდვი... Sep 22 2007, 12:06 PM
M.M.
M.M.
:ფიქრი: ვენახი მა... Sep 24 2007, 11:30 AM
komisia M.M.
ჩემი პირველი გაც... Sep 24 2007, 11:40 AM
M.M.
M.M.
მაინც რა იდეა აბ... Sep 24 2007, 11:45 AM
komisia ახლა ვკითხავ ჩოხოს... Sep 24 2007, 12:07 PM
catherina_10 მე წარმოგიდგენთ გრ... Sep 25 2007, 05:12 PM
komisia catherina_10
რომელი წლების... Sep 25 2007, 05:50 PM
catherina_10 ჩანახატები გაკეთე... Sep 25 2007, 06:03 PM
komisia catherina_10
ჰმ... ახლა ყოფი... Sep 25 2007, 06:17 PM
catherina_10 http://img504.imageshack.us/img504/3855/megreli2lb... Oct 1 2007, 04:28 PM
catherina_10 http://img84.imageshack.us/img84/9684/khevsurians0... Oct 18 2007, 12:54 PM
catherina_10 http://img100.imageshack.us/img100/6224/003ggnc4.j... Oct 18 2007, 01:22 PM
catherina_10 [img]http://img139.imageshack.us/img139/4448/qartv... Oct 18 2007, 01:36 PM
ქავთარაძე catherina_10
აუ რა მაგარი ს... Oct 18 2007, 02:04 PM
catherina_10 ქავთარაძე
რომელ სუ... Oct 18 2007, 02:42 PM
M.M.
[b]catherina_10
აუ რა მაგარი ... Oct 19 2007, 11:07 AM
catherina_10 სამოსი
ისევე როგო... Oct 24 2007, 12:32 PM
ვეშაპო ამოვიდა თემა მაღლა... Mar 27 2008, 11:40 PM
marianitta
იქნებ აქ მიჩვენო მ... Mar 27 2008, 11:47 PM
ვეშაპო ქავთარაძე
ერთადერ... Mar 27 2008, 11:52 PM
marianitta
ეს ალბათ მათი ისტო... Mar 27 2008, 11:57 PM
ვეშაპო marianitta
არა მგონია.
მა... Mar 28 2008, 12:53 AM
marianitta
ნახევრად :) შენ ხომ ... Mar 28 2008, 01:05 AM
ვეშაპო marianitta
:არა:
მე დედით... Mar 28 2008, 01:10 AM
marianitta
აი, ეგ კი აღარ გამხ... Mar 28 2008, 01:18 AM
ვეშაპო marianitta
სამაგიეროდ სვ... Mar 28 2008, 01:24 AM
marianitta
ხოო, თან უნიკალური ... Mar 28 2008, 01:35 AM
ვეშაპო marianitta
"ჭიბონი" აჭ... Mar 28 2008, 01:37 AM
marianitta
ვაა, გაიხარე ეგ კი ... Mar 28 2008, 01:44 AM
factorysaleoutlet Ray Ban Outlet
[url=https://www.raybans-outlet.us.... Mar 26 2022, 04:58 PM
marine "ორიგინალური იყო ... Mar 28 2022, 08:50 PM
marine "კავკასია როგორც ... Mar 31 2022, 10:19 PM
marine "მეცნიერთა წრეში ... Apr 1 2022, 01:49 PM
marine "უნდა აღინიშნოს, ... Apr 1 2022, 02:27 PM
marine "გიორგი ჩიტაია: ქ... Apr 2 2022, 09:34 PM
marine "მამაკაცის სამოს... Apr 7 2022, 02:05 PM
marine "ქართველი მამაკა... Apr 7 2022, 02:25 PM
marine "მწუხარებისას სა... Apr 18 2022, 08:43 PM
marine "არქეოლოგიურად კ... Apr 19 2022, 07:26 PM
marine "საქართველოში გლ... Apr 19 2022, 08:08 PM
marine "ტანსაცმლის მოსა... Apr 25 2022, 08:06 PM
marine "დღემდე შემორჩენ... May 1 2022, 04:16 PM
marine "XII საუკუნეში ბიზა... Jun 4 2022, 01:35 PM
marine "მნიშვნელოვანია ... Aug 18 2022, 12:41 PM
marine "ტანსაცმელი არის ... Jul 27 2024, 09:24 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th December 2025 - 10:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი