წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#61
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
marine |
Apr 12 2022, 08:47 PM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე ვიყავი ჩეჩნეთში. კანტუზია დამემართა, პრაქტიკულად დავკარგე სმენა. მომანიჭეს ინვალიდობა, პენსია - კაპიკები იყო. სმენის პრობლემებიანთვის სამსახურის შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო; ფული არ მქონდა, მომავალიც არ მქონდა, მხოლოდ ავადმყოფი დედა მყავდა. გადავწყვიტე, მოწყალება მეთხოვა.
თავიდან მრცხვენოდა, მერე - მივეჩვიე. ვიდექი ჩვეულ ადგილზე, ვიყურებოდი მიწაში. შემოდგომა იყო, წვიმდა. მომიახლოვდა ქალი შავებში, მონაზონი, მითხრა: "ასეთი ახალგაზრდა რატომ მათხოვრობ? ეს მე ტუჩების მოძრაობით წავიკითხე, რადგან თითქმის აღარაფერი მესმოდა. ვუთხარი: - "არ მესმის". მან მითხრა: "წამომყევი, სმენა დაგიბრუნდება" და წამიყვანა ეკლესიაში. მიმიყვანა ღირსი სერაფიმე საროველის ხატთან და მაჩვენა: - აქ ილოცე. მე კი ლოცვა არ ვიცოდი. მან მანიშნა - ისე ილოცე, როგორც შეგიძლიაო. მე დავიწყე პირჯვრის გამოსახვა და გულში თხოვნა, რომ წმინდანი დამხმარებოდა, რომ სმენა დამბრუნებოდა და რამე სამსახური მეშოვა; და უცებ ვიგრძენი, თითქოს ყურებში ბამბა დამიცეს, თავი კი წყლით სავსე ქილასავით მქონდა. მე წავედი სახლში და დავწექი დასაძინებლად, დილას კი საათის წიკწიკმა გამომაღვიძა... თავიდან საათზე გავბრაზდი კიდეც, მერე კი გავიაზრე: - მე ხომ ეს ხმა არასდროს მესმოდა, ახლა კი - მესმის! მივედი დედასთან და ვუთხარი: - აბა რამე მითხარი მეთქი. მან დამიყვირა - დილა მშვიდობისა! მე კვლავ ვუთხარი: - ჩუმად მითხარი; მას გაუკვირდა - რა მოხდაო, მე კი ვთხოვე, ეჩურჩულა. ის გაბრაზდა და მიჩურჩულა: - რა გინდა, ბოლო-ბოლო?! და აი, ამ დროს უკვე დავრწმუნდი, რომ მესმოდა. ერთი კვირის შემდეგ კი უკვე სამსახურიც მქონდა. აი, ასე გამოსწორდა ცხოვრება". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი