ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
marine |
Mar 31 2022, 09:43 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,153 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული ეროვნული სამზარეულო მრავალფეროვანია. ქართული კერძების მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ ძვ.წ.-ის V-IV საუკუნეებში ქსენოფონტე აღნიშნავდა. რძის პროდუქტებიდან მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამოირჩეოდა თუშური გუდის ყველი და მეგრული სულუგუნი. ჩვეულებრივ, სულუგუნი გადახარშულ-გადაზელილი ყველია. ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული ყველის ნაირსახეობა - სულუგუნი კოლხეთის დაბლობში ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ არის შექმნილი და მისი შექმნის მიზეზი ხანგრძლივად შენახვის საჭიროება იყო. არ შეიძლება არ დავასახელოთ საცივი, ხინკალი, გოზინაყი და ჩურჩხელა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 358/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 13 2022, 08:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,153 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლ. დეკაპრელევიჩისა და ა. კასპარიანის აზრით, ღომი საქართველოში უძველეს კულტურას წარმოადგენდა. ეს აზრი არ გაიზიარა ივ. ჯავახიშვილმა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს კულტურა შუა საუკუნეებში უნდა იყოს შემოსული საქართველოში. ივ. ჯავახიშვილი ეფუძნებოდა წერილობით ძეგლებს, სადაც ღომის პირველი მოხსენიება XIII საუკუნეს ეკუთვნის. მას არ მიაჩნდა დამაჯერებლად ის ფაქტი, რომ თითქოს ღომის საქართველოში გავრცელებაზე წერდა პროკოპი კესარიელი ჯერ კიდევ VI საუკუნეში. მეცნიერის მითითებით: "ღომი" არც დაბადების ქართულ თარგმანში, არც ერთ ორიგინალურ ძეგლსა და საბუთში XIII საუკუნემდე არ ჩანსო". იქვე ივ. ჯავახიშვილი საგანგებოდ დასძენს, რომ "ღომის ნათარგმნ თხზულებებსა და ორიგინალურ ძეგლებში მოუხსენიებლობა ძველად საქართველოში მის არსებობას საეჭვოდ ხდის". პ. ჟუკოვსკის მიაჩნდა, რომ ღომი მონღოლების მიერ უნდა იყოს შემოტანილი საქართველოში. არქეოლოგიურ მასალაში ღომის ძველი ნაშთების არარსებობა, ისტორიკოსების კვალდაკვალ, ბოტანიკოსებსაც აფიქრებინებდა, რომ ეს კულტურა "არ მოიპოვებოდა საქართველოს პირველად კულტურათა შორის" (ვ. მენაბდე, ა. ერიციანი).
XX საუკუნის მეორე ნახევრის არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ღომი უძველეს შრეებშიც არის დადასტურებული და მისი საქართველოში არსებობა, სულ მცირე, ენეოლითის ეპოქიდან უნდა ვივარაუდოთ. აფხაზეთში ცივი მღვიმის (ხუპინიპშახვას) გვიანმეზოლითურ მასალასთან ერთად აღმოჩნდა ველური ღომის რომელიღაც სახეობის რამდენიმე ათეული მსხვილი, დანახშირებული მარცვალი. ქალაქის ვანის ძვ.წ. II-I საუკუნის ფენებში დადასტურდა ღომის მარცვლები. ამ აღმოჩენების შემდეგ მეცნიერებაში აღარ იქნა გაზიარებული მოსაზრება ღომის კულტურის შუა საუკუნეებში შემოტანის შესახებ". /ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.33/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 02:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი