წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
marine |
Apr 14 2022, 08:57 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემს გოგონას გასტრიტის მორიგი შეტევა დაემართა, თანაც ძალიან მძიმე ფორმით. წამალი მივეცი. გადაწყვიტა, დასაძინებლად ადრე დაწოლილიყო. ძილში ის კვნესოდა, ბორგავდა ლოგინში. ისე მეცოდებოდა, გული მეფლითებოდა.
მე დავიწყე ლოცვა - "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, დაეხმარე ჩემს შვილს!" გარკვეული დროის მერე შვილმა გაიღვიძა და მითხრა, რომ მან იხილა მინდორი და ამ მინდორში ბაბუა, რომელმაც გაუწოდა წყალი. მან დაიწყო სმა, რის მერეც გამოეღვიძა. "როგორც კი დავლიე ბაბუას მოწვდილი წყალი, მაშინვე გამიარა მუცლის ტკივლმა", - მითხრა ბავშვმა. მე ვკითხე, რა ერქვა ბაბუას, მან კი მითხრა, რომ არ უკითხავს. ამიტომ არ იცის. ამის მერე ის ისევ დაწვა და მაშინვე დაეძინა. რამოდენიმე წუთში კვლავ გაიღვიძა და თქვა, რომ ბაბუა ისევ ეჩვენა. ჩემმა შვილმა ამჯერად მას სახელი ჰკითხა, რაზეც მოხუცს უპასუხია: - მე მქვია წმიდა სერაფიმე. - მე მას მადლობა ვუთხარი, რაც პირველ ჯერზე ვერც კი მოვასწარი, რომ მეთქვაო." ამ ისტორიამდე ღირს სერაფიმე საროველზე ზედაპირულად მსმენოდა, ბავშვს კი ნამდვილად არაფერი ჰქონდა მასზე გაგონილი. როდესაც ჩვენ გავემგზავრეთ დივეევოში, შვილმა ერთ-ერთ ხატზე მიმითითა და მითხრა, რომ ესაა სწორედ ის ბაბუა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი