ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტრადიციები |
marine |
Apr 1 2022, 02:16 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველთა გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა საქორწინო ტრადიციებმაც. ქართვეული მხოლოდ თავისიანზე ქორწინდებოდა.
ეს თავისიანი კი მისთვის მართლმადიდებელი იყო. ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მართლმადიდებლობამიღებული არაქართველი უკვე ქართველად ითვლებოდა და მათი ამ გზით ქართულ ეთნიკურ ორგანიზმში შემოყვანაც ადვილდებოდა. საყურადღებოა, რომ ქართველობაზე დაქორწინების ტრადიციას ინახავენ თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართველები, რაც არსებითად მათი უცხო ეთნიკურ გარემოში ეთნიკურობის შენარჩუნების გარანტიაა" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 122/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 18 2022, 08:14 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[ჟან შარდენი აღნიშნავს, რომ] ტრადიცია ყოფილა დილით, პირის დაბანის დროს ღმერთის ხსენება ("ამბობენ: "დიდება ღმერთს") და პირჯვრის გადასახვა.
ეთნოგრაფიული მასალებით ცნობილია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ტუალეტში ან ტუალეტთან შემხვედრი ორი ადამიანი ერთმანეთს არ ესალმებოდა, უფრო მეტიც, სამეგრელოში დადასტურებული მასალებით, შვილებსა და შვილიშვილებს არასდროს არ უნახავთ, უფროსი თაობის წარმომადგენლები (ბებია და ბაბუა) როგორ ახერხებდნენ მათ დაუნახავად ტუალეტში შესვლას. არ ვიცით, როგორი იყო ორი სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობა, მაგალითად, ცოლისა და ქმრის, როდესაც მთEლ ოჯახს ერთი დიდი საერთო საძინებელი ტახტი ჰქონდა; არ ვიცით ტანსაცმლით წვებოდნენ, თუ თავიდანვე ჰქონდათ ღამის პერანგი". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 34/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი