ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტრადიციები |
marine |
Apr 1 2022, 02:16 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველთა გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა საქორწინო ტრადიციებმაც. ქართვეული მხოლოდ თავისიანზე ქორწინდებოდა.
ეს თავისიანი კი მისთვის მართლმადიდებელი იყო. ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მართლმადიდებლობამიღებული არაქართველი უკვე ქართველად ითვლებოდა და მათი ამ გზით ქართულ ეთნიკურ ორგანიზმში შემოყვანაც ადვილდებოდა. საყურადღებოა, რომ ქართველობაზე დაქორწინების ტრადიციას ინახავენ თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართველები, რაც არსებითად მათი უცხო ეთნიკურ გარემოში ეთნიკურობის შენარჩუნების გარანტიაა" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 122/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 19 2022, 08:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რაც შეეხება ფრანგ მოგზაურის [ჟან შარდენი] იმ ინფორმაციას, რომ ჭირის სუფრაზე დედაკაცები და მამაკაცები ცალ-ცალკე სხდებოდნენ, ეს უძველესი ქართული ტრადიცია იყო. საამისოდ იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება" შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც შუშანიკს ჯოჯიკი და ჯოჯიკის ცოლი პურის ჭამას აიძულებდნენ. "ჰრქუა მას წმინდამან შუშანიკ რისხვით: - ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?" სხვათა შორის, ქალებისა და კაცების სუფრასთან ცალ-ცალკე დაჯდომა მხოლოდ ქართული ტრადიცია არ ყოფილა, მაგალითად, ასევე სხდებოდნენ ქალი და მამაკაცი მექორწილეები ბიზანტიაში.
ეთნოგრაფიული მონაცემებით წესი იყო, საქართველოში სტუმარს ძილის წინ ოჯახის დიასახლისი ფეხს ბანდა. ეს ტრადიცია "კალმასობაშიცაა" ასახული. როდესაც მეკალმასე იოანე ხელაშვილი სოფელ ნორიოში მასხარა ოთარიკას ოჯახში აღმოჩნდება, ეს უკანასკნელი მეუღლეს მიმართავს: "დედაკაცო, ფეხთ დაბანე იოანეს, რადგან რიგი არის სტუმართა". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 27/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი