"ტყე შეუნახე შვილებსა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ტყე შეუნახე შვილებსა" |
marine |
Jan 31 2018, 11:35 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატრიარქი ბრძანებს, რომ უპირველესი საზრდო სულიერებისა - ეს არის ტყე და ულამაზესი გარემო, რასაც ბუნება ქმნის. ტყეში, ამ ხელთუქმნელ ბუნებრივ გარემოში ყველაფერი ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან: მიკროორგანიზმები, ნიადაგი, ბალახი, ფრინველი, ნადირი, ხე, ბუჩქი...
ტყე იყო და არის ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, მხატვრობის შთაგონების წყარო. ჩვენი პატრიარქი უდიდესი ქომაგია ბუნებისა. მას განსაკუთრებით უყვარს კვიპაროსი - მწვანე სანთლებს უწოდებს. ერის ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ბუნებისა და ტყის მიმართ. თუნდაც საპატრიარქოს ეზო გახლავთ მცირე ზომის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უზარმაზარი სითბოთი და რუდუნებით არის შექმნილი. შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ეკლესია-მონასტრები ძირითადად ისეთ ადგილებშია გაშენებული, რომლებიც მშვენიერი ბუნებით და ტყის საფარით გამოირჩევა. შეიძლება პირიქითაც იყოს. ქართველი კაცი ეკლესიის მიმდებარე ტყეებში ერიდებოდა გარკვეულ სამეურნეო საქმიანობას, ეს ხელს უწყობდა ამ ტერიტორიების გატყევებას. ამიტომაც იმ ადგილებში, სადაც ეკლესიები შენდებოდა, ნელ-ნელა ხდებოდა ტყის წარმოქმნაც. ტყეებში დღესაც შემორჩენილია ეკლესიათა და სალოცავთა ნაშთები, ნანგრევები, ომიანობის დროს მოსახლეობის უმრავლესობა თავს ტყეს აფარებდა. ქართული სულიერებიდან გამომდინარე, ქართველი კაცი თავის საცხოვრისთან, ტყეში აგებდა ნიშას, ეკლესიას და ა.შ." /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 20 2022, 08:03 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახოს აღება მიწის სამუშაოების რიგს მიეკუთვნება. თუმცა სეზონური სამიწათმოქმედო სამუშაობებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება შინაარსითა და მოცულობით. რას წარმოადგენს ახოს აღება? ეს არის სამუშაოები ტყის ფართობის ხეებისგან განთავისუფლების, გაწმენდის მიზნით, სხვადასხვა დანიშნულების მიწის ნაკვეთის მისაღებად. დასავლეთ საქართველოში ახოს აღების ტრადიციებთან დაკავშირებით წერდნენ: "ტყის გაკაფვას მიმართავდნენ აქ მიწის ნაკვეთების მისაღებად არა მარტო ნათესისთვის, არამედ მეცხოველეობისთვისაც, - სათიბებისა, საძოვრებისა, მეფუტკრეობისა და ლითონის დამუშავებისთვისაც (საწვავი, მასალა, ბაზა).
ერთი მხრივ, ტყიანი ადგილების სიჭარბის, ხოლო მეორე მხრივ, სათესი და საძოვარი ნაკვეთების სიმცირის გამო, ახოს აღება მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული და ცალკეულ კუთხეში შესაბამისი წეს-ჩვეულებები ახლდა. საერთო იყო ის, რომ თავდაპირველად საგულდაგულოდ უნდა შეერჩიათ ადგილი. მნიშვნელობა ჰქონდა მდებარეობას და ტყის ტიპს, წიწვოვანი იყო თუ ფოთლოვანი, ხშირი თუ მეჩხერი. მთიულეთსა და გუდამაყარში, წინასწარ შერეჩეულ საახოე ტყეში ხეების გახმობის მიზნით კანს აცლიდნენ. კახეთში ამას გაზაფხულზე აკეთებდნენ, რათა ცხელ ზაფხულში ხეები კარგად გამხმარიყო. შემდეგ ჭრიდნენ და მასალის მიხედვით ან გამოზიდავდნენ, ან იქვე ტოვებდნენ და წვავდნენ. ქსნის ხეობაში ზოგჯერ ხეების შეშად გამოზიდვის ნაცვლად იქვე ნახშირად წვავდნენ. დახეთქილ შეშას ორმოში აწობდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. ხეებს თანდათან უმატებდნენ, სანამ ორმო არ გაივსებოდა, შემდეგ მიწას აყრიდნენ. ორმოს მიწით კარგად გულავდნენ და ერთ კვირაში ნახშირიც მზად იყო". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 86/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი