![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sable |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
აქ კოლხეტის შესახებ ერთ-ერთი უძველესი ქართული პოლიტიკური ერთეულის შესახებ.
ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიას ხშირად კოლხეთიდან იწყებენ, ხოდა კოლხეთის შესახებ არ იქნება ურიგო კამათი და ინფორმაციის შეგროვება. აგერ მცირე ექსკურსი ქართული ვიკიდან კოლხეთის ისტორიის შესახებ: ძვ. წ. XVII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა კოლხეთის სამეფო. ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყაროს ურარტუელთა მიერ ცნობილი იყო როგორც ქუხა (ასევე კოლხა, ან კილხი). მეზობელ ერებთან გამოდმებულ ომებში ჩართულმა კოლხებმა მოახერხეს დიაოხის ნაწილის შემოერთება ძვ. წ. 750-იანებში, თუმცა რამდენიმე სხვა პროვინცია დაკარგეს (მათ შორის სამეფო ქალაქი ილდემუსა) ურარტუს მეფე სარდურის II-სთან ძვ. წ. 750-748 და 744-742 ომების შედეგად. სიმერიელებისა და სკვითების შემოსევებით დაუძლურებული სამეფო ძვ. წ. 730-720-იანებში აქამენიდი სპარსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ექცევა ძვ. წ. VI საუკუნის შუა წლებში. სკვითებისა და კიმირიელების დიდი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და უმთავრესად მესაქონლეობას და ცხენების მოშენებას მისდევდა. ამ მეომარ მომთაბარეთა ცხენოსანი ლაშქარი იმ დროისათვის საშინელ ძალას წარმოადგენდა და თავისი მოძრაობის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. სამხრეთ კოლხეთში მცხოვრები ტომები (ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონების, მოსქები და მარები) სპარსეთის მე-19 სატრაპოში მოაქციეს, ხოლო ჩრდილოეთი ტომები უსისხლოდ დანებდნენ და ხარკის სახით ყოველ ხუთ წელიწადში 100 ქალიშვილსა და 100 ჭაბუკს უგზავნიდნენ სპარსეთის მეფეს. აქამენიდთა უზარმაზარი იმპერიის სხვა რეგიონებთან მზარდი კომერციული და ეკონომიკური კავშირების წყალობით კოლხების მიწების სოციო-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა. საინტერესოა იყო თუ არა კოლხეთი უძველესი ქართული პოლიტიკური ერთეული და თუ იყო როდიდან ყალიბდება ასეთად აქ მოყვანი დათარირება ცოტა საეჭვოა რადგან კოლხეთის სამეფოდ ჩამოყალიბება ძვ.წ. XVII ს. რამდენადაც მე ვიცი არ დასტურდება შესაბამისი მასალებით. მოკლედ საკამათო ბევრი დაწერეთ ვისაც რა გაგიგიათ და ტყუილი და მართალი მერე თანდათან გაირჩევა. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,931 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ძველი კოლხური საცხოვრებლებისა და დასახლების ტიპის შესახებ მრავალი საინტერესო ცნობა გვხვდება ძველ ბერძენ და რომაელ ავტორთა შრომებში. ისინი გვაწვდიან ცნობებს ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული საცხოვრებლებისა და სასიმაგრო ნაგებობების შესახებ. დაინტერესება კოლხური საცხოვრებელი თუ თავდაცვითი ნაგებობებით მათი უძველესი და ორიგინალური სახით იყო განპირობებული.
კოლხური საცხოვრებელი და სასიმაგრო ნაგებობების შესახებ ფასდაუდებელ ინფორმაციას იძლევა მდიდარი არქეოლოგიური მასალა. ძვ.წ. II ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური მონაპოვარი სამშენებლო-საინჟინრო საქმის მაღალ დონეზე განვითარების უტყუარ დოკუმენტაციას წარმოადგენს. ცნობილი რომაელი არქიტექტორის ვიტრუვიუსის (ძვ.წ. I საუკუნე) ტრაქტატში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "კოლხური სახლის" დეტალურ აღწერას. ვიტრუვიუსის მიერ "კოლხური სახლი", ფრიგიულთან ერთად, კაცობრიობის ისტორიაში საცხოვრებლის უძველს ფორმად არის მიჩნეული. ძველ კოლხეთში სამშენებლო-საინჟინრო საქმე მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული, რის შესახებაც, უპირველესად ყოვლისა, მეტყველებს ის ფაქტი, რომ აქ საცხოვრებელი და სასიმაგრო ნაგებობები შენდებოდა ბიოგეოგარემო პირობებთან შეხამებით, რაც გარკვეული სირთულეებით ხასიათდებოდა - დაბალი რელიეფი, ნიადაგის ხშირი დაწევა, გრუნტის წყლები, ჭაობი, ხშირი ნალექიანობა - ყოველივე ეს კი რთულ პირობებს უქმნიდა სამშენებლო საქმის განვითარებას. ამ პირობებმა გამოიწვია ის, რომ კოლხეთში უძველესი დროიდანვე სამოსახლოს გორებსა და ბორცვებზე მართავდნენ. ხშირად კი გორებსა და ბორცვებს ხელოვნურადაც ქმნიდნენ, მოზვინული მიწის საშუალებით გარშემო შემოავლებდნენ თხრილებს, რომლებსაც როგორც თავდაცვითი, ასევე წყლის საწრეტი და სამიმოსვლო დანიშნულება ჰქონდათ. თხრილებით გარშემორტყმული ბორცვები და თიხაზვინულები კოლხეთის მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული და დასახლების ერთ-ერთ ძირითად ტიპს წარმოადგენდა". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 210/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი