ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტრადიციები |
marine |
Apr 1 2022, 02:16 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,172 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველთა გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა საქორწინო ტრადიციებმაც. ქართვეული მხოლოდ თავისიანზე ქორწინდებოდა.
ეს თავისიანი კი მისთვის მართლმადიდებელი იყო. ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მართლმადიდებლობამიღებული არაქართველი უკვე ქართველად ითვლებოდა და მათი ამ გზით ქართულ ეთნიკურ ორგანიზმში შემოყვანაც ადვილდებოდა. საყურადღებოა, რომ ქართველობაზე დაქორწინების ტრადიციას ინახავენ თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართველები, რაც არსებითად მათი უცხო ეთნიკურ გარემოში ეთნიკურობის შენარჩუნების გარანტიაა" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 122/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 23 2022, 08:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,172 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფროსებთან ურთიერთობისას განსაკუთრებულ წესებს იცავდნენ თუშეთშიც. პატარძალს ევალებოდა მამამთილ-დედამითილისთვის ხელ-პირისა და ფეხის დაბანა. სამ წლამდე მას ოჯახის უფროსების ხმის გაცემა ეკრძალებოდა, თუმცა არც ქმართან შეეძლო პირდაპირ საუბარი. თუ იგი დროზე ადრე დააღვევდა ამ წესს, მას "ტაბარუკას" ანუ უჭკუოს ეძახდნენ. პირდაპირ საუბარი მას მხოლოდ რძალსა და მულთან შეეძლო. სამი-ოთხი წლის შემდეგ მამამთილი როდესაც დააპირებდა რძალთან პირდაპირ დალაპარაკებას, "აჭკვავდომას", აიღებდა არყიან ყანწს და იტყოდა "კეთილი იყოს ჩვენი უნძრახობა და ერთმანეთის მოხათრება, "აჭკვავდომა" და ყანწს პატარძალს მიაწოდებდა, რომელიც მორცხვად გამოართმევდა და იტყოდა "გაგიმარჯოს". ამ დალაპარაკებაში იგი მამამთილს წინდას ჩუქნიდა, ხოლო მამამთილი მას მუხლსაფარს ან რაიმე მცირე საჩუქარს. ასეთივე წესით ხდებოდა დალაპარაკება დედამითილსა და მაზლთან".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 283/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 04:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი