ძირხვენეული და ბაღჩეული კულტურები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძირხვენეული და ბაღჩეული კულტურები |
marine |
Apr 24 2022, 02:26 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,169 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძირხვენეულები, ხმილი და ბაღჩეული კულტურები
"ქართული ხალხური აგრიკულტურული გამოცდილება კარგად ჩანს ძირხვენეულთა და ბაღჩეულთა საკვებად გამოყენების ტრადიციებში. აბორიგენულ ძირხვენეულ კულტურებად ჩვენში მიჩნეულია სტაფილო, ბოლოკი, ჭარხალი და თალგამი (კომბოსტო)". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 162/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 25 2022, 07:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,169 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძირხვენეულთა რიცხვს განეკუთვნება აგრეთვე მიწისვაშლიც, რომელიც ბოსტნისპირებში იზრდება. შედარებით ახალ, დაახლოებით XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან შემოსულ ძირხვენეულ კულტურად კი თვლიან კარტოფილს. კარტოფილი უფრო მთის პირობებსაა მისადაგებული (სჭირდება ურწყავი ტენიანი ნიადაგი). ლოკალური გავრცელების მიხედვით გამოირჩევენ ღების (რაჭა), ხულოს (აჭარა), თიანეთის, წალკის, ახალციხე-ახალქალაქის, ასევე სვანური, წითელი კარტოფილის ჯიშებს, რომლებიც საუკეთესო გემოვანი თვისებებით ხასიათდება".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 162/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 09:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი