ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, გამოთქვით თქვენი აზრი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, გამოთქვით თქვენი აზრი |
ვეშაპო |
Jun 16 2007, 05:27 PM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
იძულებითა ჯამბაკურისათა, ამ პოსტებს აქეთ გადმოვიტან, მგალობლის შესამოსელის თემაში ჩავპოსტე და იერთი ჰამბავი მაწია.
იტოგში: გვერდითა ფორუმში იყო ამაზე საუბარი და მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოსტი გადმოვიტანო. ციტატა Ar-Pharazôn ჩოხა ზოგადად გვიან შუასაუკუნეებში შემოსული სამოსია. ნახატებზე მეთვრამეტე საუკუნიდან გვხვდება მარტო (სოლომონ II-ის პორტრეტი , მაგალითად), მანამდელ პორტრეტებში (მაგ. იმერეთის ბატონიშვილის ალექსანდრეს პორტრეტი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო), ჩოხა არ არის გამოყენებული, არამედ სხვა ტიპის, დღემდე არმოღწეული საბრძოლო კოსტუმი, ჩოხის მსგავსი, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავებული (მასრების და სხვა აქსესუარების გარეშე)... ჩოხის სიგრძეზე ვერაფერს ვიტყვი... ციტატა Ar-Pharazôn იმერლებს მოკლე ჩოხები ეცვათ მეცხრამეტე საუკუნემდე. გრძელი ჩოხა ჩერქეზეთიდან შემოვიდა, ჯერ სამეგრელოში და აფხაზეთში მოიდგა ფეხი და მეცხრამეტე საუკუნის შუახნისათვის იმერლებმაც გრძელი ჩოხების ტარება დაიწყეს. მანამდელ მინიატურებში იმერლები მოკლე ჩოხებში გვხდებიან. მაგალითად ამ სურათში. ციტატა kardu ვითომ???არ ვიცი მე სხვა ინფორმაცია მაქვს. მოკლე ჩოხა რომ ლეკურია ეგეც სადღაც ამომიკითხავს ციტატა Ar-Pharazôn ზუსტად სად წარმოიშვა მოკლე და გრძელი ჩოხა არავინ იცის. უბრალოდ ფაქტია რომ გრძელი ჩოხა (ისევე როგორც ზოგადად ჩოხა) ჩრდილოკავკასიაში (უფრო ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში) გამოგონებული სამოსია და XVII-XVIII საუკუნეებში შემოვიდა ნელნელა საქართველოში. ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ გრძელი ჩოხების ტარება ქართველებს შორის პირველებმა მეგრელებმა დაიწყეს (ყოველ შემთხვევაში XIX საუკუნის დასაწყისისათვის ატარებდნენ), მერე გადაიღეს იმერლებმა. ქართლ-კახეთში გრძელი ჩოხა არასოდეს ყოფილა გავრცელებული. ერთი ძალიან საინტერესო სურათი მაქვს. რუსმა ეთნოგრაფმა ჩაიხატა 1810-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ტიპაჟები. ამ სურათზე ასახულები არიან მეგრელი (გრძელ ჩოხაში), იმერელი (მოკლე ჩოხაში, შარვლით) და გურული (ჩაქურაში). გურული და მეგრული კოსტუმები ამის შემდეგ არც შეცვლილა თითქმის, მაგრამ იმერული ჩაცმულობა XIX საუკუნის ბოლოსათვის აშკარად განსხვავებულია - იმერლები ამ დროს უკვე გრძელ ჩოხებს იცვამდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სამივე დასავლურქართული ეთნიკური ჯგუფის ტიპაჟს გრძელი თმები აქვს. კიდევ ერთი განსხვავება აღმოსავლეთ ქართველებთან, სადაც მამაკაცები ყოველთვის თმებს იჭრიდნენ - დასავლეთ ქართველი კაცები XIX საუკუნის შუახნებამდე, როგორც წესი თმებს იზრდიდნენ გრძლად.... რაც შეეხება ჩაქურას. აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, ეს ტანსაცმელი აცვიათ, აჭარლებს, გურულებს, მეგრელებს, მესხებს, ანატოლიელ თურქებს, პონტოელ და კვიპროსელ ბერძნებს. არის ორი მოსაზრება. პირველის თანახმად ეს სამოსი იყო ბიზანტიის ძირითადი მოსახლეობის გლეხური ტანსაცმელი. მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა (ჩემთვის), ეს ტანსაცმელი თურქებმა შემოიტანეს. აი, ეს არიან ბერძნები. ხოლო ესენი კი, თურქები არიან. შეფასებები თქვენთვის მომინდვია. გამოდის, რომ სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია, ესაა ხევსურული ტანსაცმელი. ხევსურები 1901 ხევსურები 1929 თუშები 1901 სვანები სვანები გელოვანები ქელეხი სვანეთში 1886 რაჭველი ცოლ-ქმარი 1886 მეგრელები მეგრელი ქალი გურული პოლიცისტები ყარაჩოხელები -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
marine |
Apr 25 2022, 08:06 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ტანსაცმლის მოსართავად გამოყენებული იყო მარგალიტები, სხვადასხვა სახის ძვირფასი და ფერადი ქვები, სახიანი ან მოქარგული ქსოვილები, წელზე შემორტყმული ჰქონდათ სხვადასხვა ფორმის ტყავის ან ნაჭრის ქამრები. ასეთი სახის ჩაცმულობა საქართველოში VI-X საუკუნეებში გვხვდება".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 243/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი