ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
marine |
Mar 31 2022, 09:43 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,332 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული ეროვნული სამზარეულო მრავალფეროვანია. ქართული კერძების მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ ძვ.წ.-ის V-IV საუკუნეებში ქსენოფონტე აღნიშნავდა. რძის პროდუქტებიდან მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამოირჩეოდა თუშური გუდის ყველი და მეგრული სულუგუნი. ჩვეულებრივ, სულუგუნი გადახარშულ-გადაზელილი ყველია. ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული ყველის ნაირსახეობა - სულუგუნი კოლხეთის დაბლობში ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ არის შექმნილი და მისი შექმნის მიზეზი ხანგრძლივად შენახვის საჭიროება იყო. არ შეიძლება არ დავასახელოთ საცივი, ხინკალი, გოზინაყი და ჩურჩხელა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 358/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 27 2022, 09:42 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,332 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ივ. ჯავახიშვილის აღნიშვნით, ძველად ქართველს გემრიელი და შნოიანი პურის ჭამა უმწვანილოდ ვერ წარმოედგინა და მწვანილი სუფრის აუცილებელ კუთვნილებასა და მშვენებას წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით მას ერთი საინტერესო ეპიზოდი მოჰყავს "ქართლის ცხოვრებიდან". სვიმონ მეფეს, როცა ჯარით გორიჯვარში მდგარა და ოსმალთაგან დაპყრობილი ქალაქის განთავისუფლებისთვის ემზადებოდა, გაუხედავს გორისკენ და დაუნახავს, რომ ახალი მწვანილი უკვე ამოსულიყო და გაზაფხულის პირიც იდგა. აფიონით გამხიარულებულს თანამყოფელთათვის უთქვამს, როგორ გეკადრებათ თქვენ, რომ მე მწვანილი მინდა და ის გორიდან არ მომიტანეთო. ამ ასყვედურმა, თურმე ისე იმოქმედა იქ მყოფებზე, რომ რამდენიმე კაცი მაშინვე ჩავიდა გორის სანახებში და მწვანილი დაგლიჯა. გორის ციხეში მდგარ ოსმალებს ეს არ გამოპარვიათ მხედველობიდან და თოფის სროლა აუტეხიათ, რასაც სავალალო შედეგი მოჰყოლია. ბატონიშვილი გოჩა და სხვა რამდენიმე თავადი ამოწყვიტესო".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 106/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 05:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი