ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტრადიციები |
marine |
Apr 1 2022, 02:16 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველთა გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა საქორწინო ტრადიციებმაც. ქართვეული მხოლოდ თავისიანზე ქორწინდებოდა.
ეს თავისიანი კი მისთვის მართლმადიდებელი იყო. ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მართლმადიდებლობამიღებული არაქართველი უკვე ქართველად ითვლებოდა და მათი ამ გზით ქართულ ეთნიკურ ორგანიზმში შემოყვანაც ადვილდებოდა. საყურადღებოა, რომ ქართველობაზე დაქორწინების ტრადიციას ინახავენ თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართველები, რაც არსებითად მათი უცხო ეთნიკურ გარემოში ეთნიკურობის შენარჩუნების გარანტიაა" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 122/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 28 2022, 04:19 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[თუშეთში] გამონაკლისს წარმოადგენდა ე.წ. უკანონო შვილი, რომელიც აუცილებლად განწირული იყო სიკვდილისთვის. მკვლელად კი, რაოდენ გასაკვირც არ უნდა იყოს, დედა გვევლინება. "ნაბიჭვარს" არ გაზრდიან და არც მოიმშობიარებენ აშკარად, რომ ხალხმა გაიგოს. "ნაბიჭვარს" გაჩენისთანავე ახრჩობენ, დედა ხმას არ ამოაღებინებს. სანამ ბავშვი იტირებს, მანამ მოკლავს". იმ შემთხვევაში, თუ შვილს შეიბრალებდა დედა და სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებდა, მაშინ მამა დაემუქრებოდა მას. რა თქმა უნდა, ქალი არასასურველი ორსულობისა და ტყუილისთვის ისჯებოდა, მაგრამ თემი ქალს პასუხს არ სთხოვდა ჩადენილი სისასტიკის გამო, პირიქითაც შეიძლებოდა ეპატიებინა კიდეც. მაგალითად, სოფელ ჯუთაში ქალმა არასასურველი შვილი არ მოკლა და მისი მამისგან უჩუმრად ზრდიდა. ბავშვს საგულდაგულოდ მალავდა და საკვებს ჩუმად აძლევდა. მოგვიანებით სოფელმა მიაგნო ბავშვის სამყოფელს და დედა-შვილი გააძევეს. ბოლოს ბავშვი გარდაიცვალა და მხოლოდ ამის შემდგომ თემმა ქალი შეირიგა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 425/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი