IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ტრადიციები
marine
პოსტი Apr 1 2022, 02:16 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,204
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველთა გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა საქორწინო ტრადიციებმაც. ქართვეული მხოლოდ თავისიანზე ქორწინდებოდა.

ეს თავისიანი კი მისთვის მართლმადიდებელი იყო. ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მთავარი ის იყო, რომ მართლმადიდებლობამიღებული არაქართველი უკვე ქართველად ითვლებოდა და მათი ამ გზით ქართულ ეთნიკურ ორგანიზმში შემოყვანაც ადვილდებოდა.

საყურადღებოა, რომ ქართველობაზე დაქორწინების ტრადიციას ინახავენ თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართველები, რაც არსებითად მათი უცხო ეთნიკურ გარემოში ეთნიკურობის შენარჩუნების გარანტიაა"


/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 122/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 29 2022, 12:24 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,204
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხევსურეთში, იარაღთან ვაჟის პირველი შეხება ძალიან ადრე, ჩვილობის პერიოდში ხდებოდა, როდესაც იარაღის მიმართ ლტოლვა ქვეცნობიერის დონეზე ფიქსირდებოდა. ამ საინტერესო ტრადიციას ხევსურები "დაჩვენებას", "ვაჟის იარაღში ჩასმას" ეძახდნენ და სრულდებოდა მაშინ, როდესაც ვაჟი ერთი წლის გახდებოდა. მშობლები იატაკზე ფარდაგს გაშლიდნენ, გარშემო დააწყობდნენ თოფს, ხანჯალს, ხმალს, პურს, ყველსა და ფანდურს. შემდეგ მოიყვანდნენ ვაჟს და შუაში ჩასვავდნენ. ბავშვი პირველად რომელ ნივთსაც წაატანდა ხელს, ის იქნებოდა მისი ცხოვრების თანამდევი და განმსაზღვრელი. ასე, მაგალითად, თუ ვაჟი ხმალს ან ხანჯალს მოკიდებდა ხელს ამას აღიქვამენ ნიშნად, რომ იგი შინაური მტრის მედგრად დამხვდური, მოჩხუბარი, გულადი იქნება და მტერი ვერ დაჩაგრავს, თუ თოფს შეავლებს ხელს, ამ შემთხვევაში იგი კარგი მონადირე და ამავე დროს "ურჯულოს" მხოცველი (ქისტების მხოცველი) გამოვაო. ბუნებრივია, ფანდურთან შეხების შემთხვევაში ვაჟის მომავალს სიმღერასა და მხიარულ განწყობას უკავშირებდნენ, "თავის სიცოცხლეში მაუწყენი და მეშაირე და მოთამაშე იქნებაო". თუ ბაშვი პირველად პურს დასწვდებოდა, ჩათვლიდნენ, რომ იგი ძალიან მდიდარი, საშური მასპინძელი და სტურმის მოყვარული გამოვაო, "კარგი მომუშავე და შრომაში დაუღალავი იქნებაო". თუ ვაჟი ყველისკენ გაიწევდა, ამ შემთხვევაში მას ბევრი ძროხა და შესაბამისად ერბო-ყველი ექნებაო. თუმცა საამაყოდ მხოლოდ მისი იარაღისკენ სწრაფვა ითვლებოდა. "ერთმანეთს ეკითხებიან "რა აიღ ყმაწვილმ". სასახელო და სასიამოვნოა მშობლებისა და ყმაწვილმა იარაღი აირჩია, რადგან "მაშუღლარი იქნები", აქებს ყველა".
მსგავსი ტრადიცია დასტურდება გოგონების შემთხვევაშიც. თუმცა მისი არჩევანის ობიექტივი განსხვავდება. მათ საქსოვ-საკერავ, ტალავას (ხევსურულ ტანსაცმელს), სავარცხელს, სართავ-საჩეჩს, პურ-სატანს (პური და ყველი) ულაგებენ გარშემო. გოგონას არჩევანი ნებისმიერ შემთხვევაში ოჯახსა და მის მატერიალურ დოვლათს უკავშირდებოდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 434/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ტრადიციები   Apr 1 2022, 02:16 PM
marine   "სოფელ დიღომში XX ს...   Apr 2 2022, 05:16 PM
marine   "გამორჩეულია გვა...   Apr 3 2022, 10:11 PM
marine   "ქართველებს შორი...   Apr 4 2022, 12:48 PM
marine   "რაც ყველაზე მთავ...   Apr 4 2022, 02:12 PM
marine   "[ჟან შარდენი აღნ...   Apr 18 2022, 08:14 PM
marine   "რაც შეეხება ფრან...   Apr 19 2022, 08:31 PM
marine   "ვაშლი ნაყოფიერე...   Apr 20 2022, 08:20 PM
marine   "ვახუშტის თხზულე...   Apr 21 2022, 10:17 PM
marine   "უფროსებთან ურთი...   Apr 23 2022, 08:08 PM
marine   "ქალ-ვაჟის გაცნობ...   Apr 25 2022, 07:52 PM
marine   "ქორწილი სამ დღეს...   Apr 25 2022, 08:23 PM
marine   "[თუშეთში] გამონა...   Apr 28 2022, 04:19 PM
marine   "აღმოსავლეთ საქა...   Apr 29 2022, 12:24 PM
marine   "აღმოსავლეთ საქა...   Apr 30 2022, 04:00 PM
marine   "საქორწინო ურთიე...   May 1 2022, 04:32 PM
marine   "საქართველოს ზნე...   May 1 2022, 05:02 PM
marine   "გლოცვას თან ახლდ...   May 2 2022, 02:12 PM
marine   "ქორწილის გასამა...   May 2 2022, 07:57 PM
marine   "სტუმარმასპინძლ...   May 4 2022, 07:56 PM
marine   "ძველად მთაშიც და...   May 5 2022, 12:48 PM
marine   "სტუმრის დასაბინ...   May 5 2022, 01:18 PM
marine   "სტუმრის მოვალეო...   May 5 2022, 01:35 PM
marine   "შუა საუკუნეების ...   Jun 25 2022, 02:25 PM
marine   "XVIII საუკუნეში შაქ...   Jan 12 2023, 10:26 PM
marine   "ვახუშტი ბატონიშ...   Apr 6 2023, 08:08 PM
marine   "მოციქულებს ჰქონ...   Feb 4 2024, 04:23 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 11:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი