ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტრადიციები |
marine |
Apr 1 2022, 02:16 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველთა გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა საქორწინო ტრადიციებმაც. ქართვეული მხოლოდ თავისიანზე ქორწინდებოდა.
ეს თავისიანი კი მისთვის მართლმადიდებელი იყო. ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მართლმადიდებლობამიღებული არაქართველი უკვე ქართველად ითვლებოდა და მათი ამ გზით ქართულ ეთნიკურ ორგანიზმში შემოყვანაც ადვილდებოდა. საყურადღებოა, რომ ქართველობაზე დაქორწინების ტრადიციას ინახავენ თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართველები, რაც არსებითად მათი უცხო ეთნიკურ გარემოში ეთნიკურობის შენარჩუნების გარანტიაა" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 122/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 30 2022, 04:00 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თვეში ჩამდგარ ფეხმძიმე ქალს ქოხ-სამრევლოში თან მიჰქონდა დაშნა, ნაცარი და ღორის კბილი. ისინი ეშმაკისგან დამცავ საშუალებად იყო მიჩნეული და ფართოდ გამოიყენებოდა. ხევსურები თვლიდნენ, რომ ავი და ბოროტი ძალები განსაკუთრებით სწორედ ბავშვებს ერჩოდნენ. ზრუნვა კიდევ უფრო ძლიერდებოდა ბავშვის დაბადების შემდგომ. "ახალდაბადებულს ქუდის ყურში ჩაუკერებდნენ ხოლმე ნახშირს, ყურძნის ქერქს, ჯორის ძუას. ღორის ჯაგარს, ღორის კბილს, არწივის გაზს (არწივის ფეხების ყანწს) ძაფზე აასხამდნენ და აკვანზე ჩამოკიდებდნენ. ყველაფერი ეს იყო ავგაროზი, ფათერაკის ამცილებელი, ავი თვალისგან დასაცავად. ხმარობდნენ ქარვისა და გიშრის მძივებს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 422/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი