სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Apr 25 2022, 08:20 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,543 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველთა სიყვარულს ნადირობისადმი შესანიშნავად წარმოაჩენს არქანჯელო ლამბერტი. მისი ცნობით, სამეგრელოში არსებობს ანდაზა "ბედნიერი ის არისო, ვისაც ჰყავს ცხენი, უკეთესი ძაღლი და საუკეთესო მიმინო".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 139/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
May 2 2022, 07:54 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,543 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველი ხალხის უძველეს რწმენა-წარმოდგენებში უდიდესი ადგილი ეკავა ირმის, ცხენის, თევზის, ძაღლის, მგლის, გველის კულტებს. ცხოველთა კულტი მფარველ ნაყოფიერების ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ყოველ ნადირს ღვთაება ჰყავდა, რომელიც ანთროპომორფული ან ზოომორფული სახისა იყო. იგი ხშირად ირმის სახით მოევლინებოდა მონადირეებს. ესენი "წილიანი" (ღვთის წილი) ცხოველები იყვნენ, რომლებიც რაიმე განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენ ნადირთაგან. მაგალითად ოქროს რქებით, თეთრი ფერით, თეთრი ლაქით. ნადირთ ღვთაების ანთროპომორფული სახეა სვანური დალი, რომლის კულტიც დაახლოებული ჩანს ჯგრაგის კულტთან. თავდაპირველად დალი და ჯგრაგი ტყის არსებანი უნდა ყოფილიყვნენ. დალი ცხოველებისა და ფრინველების, ხოლო ჯგრაგი მეცნარეების სულთა განსახირება. შემდგომ მათ მიიღეს ანთროპომორფული სახე და იქცნენ მდედრობით (დალი) და მამრობითი (ჯგრაგი) სქესის ნადირთ პატრონებად. ასტრალური რელიგიის განვითარების პერიოდიდან კი დაუკავშირდნენ ღამის დიდ მნათობსა და მთიებს. დალიცა და ჯგრაგიც ნადირთ პატრონები იყვნენ ოჩოპინტრეს, სამძივარის, ტყაშმაფას მსგავსად. ოჩოპინტრე ნადირთ მეფედ იყო წარმოდგენილი, იგი განაგებდა მონადირის წარმატებას. თავად უხილავი იყო, მაგრამ ტოვებდა ნაფეხურებს (ბავშვის ზომის ნაფეხურებს). ოჩოპინტრე სასტიკი ღვთაებაა და სჯის ურჩებს. მას სწირავენ პატარა პერანგებს, რომლებსაც ტყეში ხის კენწეროებზე ჰკიდებდნენ. მოგვიანებით სამონადირეო მოტივები აგრარულ და კოსმოგონიურ წარმოდგენებს შეერწყა. ცხოველთა მფარველი ღვთაებები ხშირად "წილიანი" ცხოველის სახით ევლინებოდნენ ადამიანებს (მონადირეებს)".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 377/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine მონადირეობა საქართველოში Apr 25 2022, 08:20 PM
marine "რაჭაში ნადირობდ... Apr 27 2022, 09:48 PM
marine "ერთხელ, სკოლის მ... May 10 2022, 08:24 PM
marine "ჭაობებში ნადირო... May 10 2022, 09:47 PM
marine "შამნანდნენ ჯიხვ... Jul 26 2022, 06:36 PM
marine "მამა კორნილიუსი ... Jul 31 2022, 08:30 PM
marine "დაბა წალკის მახლ... Oct 16 2022, 04:28 PM
marine "ლეგენდის თანახმ... Nov 21 2022, 08:59 PM
marine "XI - XII საუკუნეების ... Dec 16 2022, 09:30 PM
marine "მეორედ, რუსთაველ... Dec 25 2022, 08:07 PM
marine "მიუხედავად დიდი ... Apr 12 2023, 02:02 PM
marine "საოცარია, რომ ბე... Aug 26 2023, 07:44 PM
marine "წმინდა ჭაბუკი [ღ... Dec 10 2023, 07:33 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th March 2026 - 04:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი