რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე.. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე.. |
marine |
Apr 24 2007, 01:43 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო საყვარელო ფორუმელებო, მოდით, აქ განვათავსოთ და ამით ერთმანეთს გავუზიაროთ ყველა ის ინფორმაცია, რაც აქამდე არ ვიცოდით და ახლა გავიგეთ, წიგნში ან ჟურნალში ამოვიკითხეთ და დაგვაინტერესა..
პილატემ დანაპირები შეასრულა "თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკდვრეთით.." ბერძენმა ჰერმედიუსმა, იუდეის მმართველთა ოფიციალურმა ბიოგრაფმა, აღწერა პილატეს ცხოვრება. საინტერესოა, რომ ჰერმედიუსი თავიდან ქრისტეს მოწინააღმდეგე იყო და იგი მატყუარად მიაჩნდა. აი, რას წერს იგი პილატეს შესახებ: ქრისტეს ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა ერთ მხარეს კეისრის (ტიბერიუსის) დიდი, მეორე მხარეს პილატეს მცირე გამოსახულებებით. ქრისტეს განსჯის დღეს, როდესაც პილატეს ცოლმა ქმარს ხალხი გაუგზავნა და სთხოვა სიცოცხლე შეენარჩუნებინა ქრისტესთვის, ცოლმა ჰკითხა პილატეს: "რით გამოისყიდი შენს დანაშაულს, თუკი შენგან გაწირული ადამიანი მართლაც ძე ღვთისა აღმოჩნდება და არა დამნაშავე?" პილატემ უპასუხა: "თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკვდრეთით და მაშინ პირველი, რასაც მე გავაკეთებ, ის იქნება, რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების ამოტვიფრას მონეტაზე." უნდა აღინიშნოს , რომ რომაელებისთვის უდიდეს პატივი იყო მონეტაზე საკუთარი გამოსახულების აღბეჭდვა. როგორც ბიოგრაფი ჰერმედიუსი ამბობს, ყველაზე გასაოცარია, რომ პილატემ დანაპირები შეასურლა. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, მან, მართლაც, აღარ აღაბეჭდვინა თავი მონეტაზე. ჰერმედიუსის მონათხრობს სრულებით ადასტურებს თანამედროვე ნუმიზმატიკის მონაცემები. იმ დროიდან მოყოლებული მონეტებს იერუსალიმში ჭრიდნენ მხოლოდ კეისრის გამოსახულებით, პონტოელი პილატეს გამოსახულების გარეშე." "საპატრიარქოს უწყებანი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ლეონტი |
Apr 24 2007, 03:13 PM
პოსტი
#2
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს.
აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში. პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს. ასევე აღმოჩენილია წმ.პროკლას წერილები. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
lado s |
Apr 24 2007, 10:53 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 |
ასევე საინტერესოა რომ ეთიოპიურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა მე 6 საუკუნის დამდეგს. აგრეთვე ის უბრალოდ სცნო ქრისტეს ჯვარცმაში. პილატეს და პროკულას დღეს ერთად აღნიშნავენ 25 ივნისს. ასევე აღმოჩენილია წმ.პროკლას წერილები. ლეონტი დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს. |
ზებედე |
Apr 24 2007, 11:19 PM
პოსტი
#4
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ლეონტი დააზუსტე პილატეს საკითხი. რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლებს არ შეურაცხავთ წმინდანად, პირიქით, მას მამები უარყოფითად იხსენიებენ, როგორც მახსოვს. შეიძლება ეთიოპელმა მონოფიზიტებმა შერაცხეს. ხო, მეც ეგრე მახსოვს, თან მრწამსშიც არის მოხსენიებული პილატეს მიერ ჯვარს ეცვაო... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი