ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტრადიციები |
marine |
Apr 1 2022, 02:16 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველთა გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა საქორწინო ტრადიციებმაც. ქართვეული მხოლოდ თავისიანზე ქორწინდებოდა.
ეს თავისიანი კი მისთვის მართლმადიდებელი იყო. ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მართლმადიდებლობამიღებული არაქართველი უკვე ქართველად ითვლებოდა და მათი ამ გზით ქართულ ეთნიკურ ორგანიზმში შემოყვანაც ადვილდებოდა. საყურადღებოა, რომ ქართველობაზე დაქორწინების ტრადიციას ინახავენ თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართველები, რაც არსებითად მათი უცხო ეთნიკურ გარემოში ეთნიკურობის შენარჩუნების გარანტიაა" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 122/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 4 2022, 07:56 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სტუმარმასპინძლობის ტრადიციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც უბრალო ხალხის ყოფაში, ისე სახელმწიფოს მმართველთა, დიდგვაროვანთა და სასულიერო ფენაში. წერილობითი წყაროებით ირკვევა, რომ საქართველოს სამეფო კარზე არსებობდა სპეციალური თანამდებობა "მესტუმრე", რომელსაც სტუმრების მიღება-გამასპინძლება ევალებოდა. მესტუმრე გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა, რაც სტუმართმოყვარეობის მნიშვნელობაზე მიუთითებს. მესტურმის თანამდებობა, რომელიც პირველად თამარის ისტორიკოსის მიერ არის ნახსენები, ბევრად უფრო ადრინდელი უნდა იყოს. ამ თანამდებობიდან ჩანს მიღებული ქართული გვარსახელი - მესტუმრიშვილი (მესტუმრე)."
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 322/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი