ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტრადიციები |
marine |
Apr 1 2022, 02:16 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველთა გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა საქორწინო ტრადიციებმაც. ქართვეული მხოლოდ თავისიანზე ქორწინდებოდა.
ეს თავისიანი კი მისთვის მართლმადიდებელი იყო. ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მართლმადიდებლობამიღებული არაქართველი უკვე ქართველად ითვლებოდა და მათი ამ გზით ქართულ ეთნიკურ ორგანიზმში შემოყვანაც ადვილდებოდა. საყურადღებოა, რომ ქართველობაზე დაქორწინების ტრადიციას ინახავენ თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართველები, რაც არსებითად მათი უცხო ეთნიკურ გარემოში ეთნიკურობის შენარჩუნების გარანტიაა" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 122/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 5 2022, 12:48 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძველად მთაშიც და ბარშიც ყოფილა ასეთი წესი: სუფრასთან დასასხდომად სტუმრებს მასპინძელი, ოჯახის უფროსი ან თავი კაცი - "დუდკოჩი" (სამეგრელო) მიიწვევდა. მექორწილეებს, რამდენადაც უხერხული უნდა ყოფილიყო, იარაღს ჩამოართმევდნენ, მოსალოდნელი უსიამოვნებები რომ თავიდან აეცილებინათ. ჩამორთმეულ იარაღს დიდკოჩი იბარებდა და პატრონებს მხოლოდ ლხინის დამთავრების შემდეგ გადასცემდა.
სუფრაზე პირველი სადღეგრძელო აღმოსავლეთ საქართველოში ღმერთისა, ანუ უფლის სადიდებლისა იყო, დასავლეთ საქართველოში კი ოჯახის. ამის მერე ნეფე-პატარძალს ადღეგრძელებდნენ. კერიის შემოვლის შემდეგ, ისინი სუფრის თავში, მათთვის განკუთვნილ მაგიდასთან სხდებოდნენ აქეთ-იქით მეჯვარისა და მდადეს თანხლებით. სადღეგრძელოს წარმოთქმისას ფეხზე უნდა წამომდგარიყვნენ. მგალობლები სიმღერას "კუჩხი ბედინერს" წამოიწყებდნენ; სიმღერა რომ დამთავრდებოდა, თამადა მშობლების სადღეგრძელოს იტყოდა და ნადიმიც თავისი წესითა და რიგით გაგრძელდებოდა" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 301/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი