ნუგეში უფლისა და კაცთა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნუგეში უფლისა და კაცთა |
marine |
Feb 1 2018, 02:38 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ქვეყნიური ცხოვრებისას მოკლებული ხარ ნუგეშსა და დახმარებას ხილულს, იცოდეთ, რომ უფალი ღმერთი დიდ წყალობას გიმზადებთ, მარადიულსა და უხვს. ნუ აჩქარდებით, წარმავალ ქვეყნიურ სიკეთეს ყოველთვის ამჯობინეთ მარადიული, ზეციური სიხარული".
/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 6 2022, 08:05 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - არის შემთხვევები, როდესაც არ იცი, რითი ანუგეშო მოყვასი და იტანჯები უძლურების გამო. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს?
- ასეთ დროს უნდა ვილოცოთ იმ ადამიანისათვის, ვინც უნუგეშო მდგომარეობაშია. უფალს შევევედროთ, გაგვიხსნას გონება და გვაპოვნინოს საჭირო სიტყვები. ნუგეშისცემა დიდი ხელოვნებაა. იყო მოძღვარი - მამა არსენი, რომელმაც ძალიან დიდი ხანი გაატარა გულაგში - კომუნისტურ საკონცენტრაციო ბანაკში. საოცარ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენდა პატიმრების მიმართ, გასაჭირში გვერდით ედგა, ნუგეშს სცემდა. ასეთი ღვაწლისთვის უფალმა იგი სხვისი აზრების წაკითხვის, ცოდვების უთქმელად დანახვის, განკურნების უნარით დააჯილდოვა. როდესაც გაათავისუფლეს, მასთან უამრავმა ხალხმა დაიწყო დენა. შორეული ქალაქებიდანაც კი ჩადიოდნენ, რათა გასაუბრებოდნენ, ნუგეში მიეღოთ მისგან. ერთხელ მამა არსენთან მივიდა ქალი, რომელსაც ქმარ-შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, დედა კი სამუდამოდ დაუხეიბრდა... შეხვედრას ის ასე იხსენებს: "როდესაც მთხოვა, ჩემი ამბავი მომეყოლა, ყვირილით, გაბოროტებით, სიძულვილით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით დავიწყე თხრობა. მამა არსენი ჩუმად იჯდა, მე კი სულ ერთსა და იმავე ვიმეორებდი: "რატომ?! რისთვის?!" ლაპარაკი რომ დავასრულე, გაოცებულმა შევხედე ბერს: სად იყო ნუგეშის სიტყები, სად იყო სულიერი შეწევნა, მისგან რომ ველოდი?! მამა არსენი უსიტყვოდ წამოდგა, კანდელი გაასწორა, რამდენიმე სანთელი აანთო და... დაიწყო ლოცვა. ლოცვისას ხშირად ახსენებდა ჩემი და ჩემი ახლობლების სახელებს... ევედრებოდა ღვთისმშობელს. ბოლოს მომბრუნდა და მითხრა: "ყოველდღე, დღისითაც და ღამითაც, დრო შეარჩიეთ და სადაც არ უნდა იყოთ, შინ, სამსახურში თუ ქუჩაში, იკითხეთ ეს ლოცვბი. დედა ღვთისა უთუოდ დაგეხმარებათ. ხშირად იარეთ ეკლესიაში და სასწაულმოქმედი ხატის - "მოულოდნელი სიხარულის" წინაშე იკითხეთ დაუჯდომელი. არც განსჯა თქვენი მწუხარებისა, არც ნუგეშისცემა არ არის საჭირო. მხოლოდ ლოცვა, რაშიც ჩაეტევა მთელი თქვენი ამქვეყნიური მწუხარება". მეორე დღეს კი მითხრა: "თქვენი ტკივილი უზარმაზარია, მას ვერა საზომით ვერ გაზომავ. მე ამას ვხედავ, ვგრძნობ, მაგრამ ქედს ვიხრი უფლის ნების წინაშე. მხოლოდ მისთვის არის ცნობილი თითოეული ადამიანის გზა და, როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, ყოველ ჩვენგანს თავისთან უხმობს მისთვის უმჯობეს ჟამს". /დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი