წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 7 2022, 05:33 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა საბა ვათოპედელი, ქრისტესთვის სულელი, საკმაოდ დიდხანს იორანის უდაბნოში, მღვიმეში მოსაგრეობდა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს ემორჩილებოდა. ღვთის მადლით, ამ წმინდანმა მხეცებთან ურთიერთობის ისეთი მადლი მოიპოვა, როგორითაც დაჯილდოებული იყო ადამიანი ცოდვით დაცემამდე.
აი, რას უყვებოდა ამის შესახებ თავის მოწაფეს: - ჩემო მეგობარო, ღვთის მადლით, დიდი სარგებელი მიმიღია მხეცებთან ურთიერთობისას. ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ უდაბნოში ლომებს ვხვდებოდი და კარგი მეგობარივით გვერდით მვყვებოდი. როცა ორი ან სამნი იყვნენ, მათ შუაში განზრახ ვდგებოდი. ვუცქერდი მათ თვალებს, დიდ ტანს, ბუნებით მედიდურობას, თავის დიდებულ მობრუნებას, მათ მეფურ და მამაცურ ნახტომს, შენ ალბათ გსმენია ამის შესახებ, მათ ალესილ ბრჭყალებზე, მოკლედ, ვუცქერდი მთელ მათ არსებას... ისინიც დაუბრკოლებლად მაძლევდნენ ამის საშუალებას. მათაც ძალიან უნდოდათ ჩემთან ურთიერთობა, ძალზე ახლოს მოდიოდნენ და იდგნენ თვინიერად, თითქოს ძველი მეგობრები ვყოფილიყავით. ამაზე ფიქრისას ერთგვარი საკვირველი ხედვა შევიძინე ღვთის ქმნილებისა, რომელიც მანამდე არ მქონია. ღვთის დიდებამ და სიყვარულმა, როგორც ნესტარმა, მომიწყლა გული. ამიტომ ყოველთვის ვიხსენებდი დიდებულ დავითს, რომელი მოუხმობდა მხეცებსა და ყველა ქმნილებას ღვთის განსადიდებლად. მაშინ გამოუთქმელი სიხარულითა და აღფრთოვანებით მასთან ერთად ვგალობდი: ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი