კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 11 2022, 08:20 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქალკედონიის მიტროპოლიტს ქრიზოსტომოსს წერილობით მიმართა კუნძულ ევბეს სოფელ აიმნის ექიმმა ბატონმა მატზოროსმა - "მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მე არ ვარ განსაკუთრებულად რელიგიური ადამიანი, მაქვს უმაღლესი განათლება, პროფესიით ექიმი და ყოფილი ათეისტი გახლავართ.
მოხდა, რომ ავად გავხდი, გამოკვლევაზე მივედი და დიაგნოზი - სწორი ნაწლავი კიბო დამიდგინეს. კოლეგებმა სრული სიმართლე მითხრეს. ესაა კიბოს ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა, რომელსაც ავადმყოფი, ჩვეულებრივ, სიკვდილამდე მიჰყავს. მე გამოკვლევას ათენის ონკოლოგიურ ცენტრში "პანტოკრატორში" გავდიოდი. როცა დიაგნოზი დამიდასტურეს, ჩემი ავადმყოფობის პირისპირ დავრჩი და მაშინ, ასეთ მძიმე ჟამს, ჩემი სული და გული მივმართე ღვთისკენ, რომლისაც მე არ მწამდა. მე ვზივარ საწოლზე, ფეხები ქვევით მაქვს ჩაშვებული, საკუთარ თავს ვესაუბრები და ღმერთს მივმართე: "ღმერთო, მე არ მჯეროდა შენი არსებობა, ვამბობდი, რომ ყველაფერი ზღაპარია, ვფიქრობდი, რომ ერთადერთი საყრდენი ადამიანი და მეცნიერებაა, მაგრამ ვხედავ, როგორ დაკარგა ყველაფერმა ფასი. მიიღე ჩემი სინანული და თუ ღირსად ჩამთვლი, წმიდა უხრწნელი იოანე რუსის შუამდგომლობით სნეულებისგან განმკურნე". ეს იყო გულწრფელი და ჭეშმარიტი სიტყვები ცოდვილი ექიმი-ადამიანისა. ამ წუთებში ვიღაცამ დააკაკუნა კარზე. შემოვიდა მშვენიერი ახალგზრდა ექიმი. "აბა, როგორ ხართ, კოლეგა" - ჰკითხა მან ბატონ მატზოროსს. "რას ვიზამთ, ექიმო, ვკვდები" - "არა, შენ არ მოკვდები" - მოისმა პასუხად - შენს ავადმყოფობას საკუთარ თავზე ვიღებ". "მე ამ საქმეში დავბერდი და შესანიშნავად ვიცი, რას ნიშნავს ჩემი ავადმყოფობა, თქვენ ვინ ხართ, ახალგაზრდავ?" "მე ის ვარ, ვისაც დახმარებას სთხოვდი." - თქვა და გავიდა. სნეული საავადმყოფოს დერეფნებში ეძებდა და კითხულობდა ახალგაზრდა ექიმს. კოლეგები განცვიფრებით იჩეჩდნენ მხრებს და ამბობდნენ, რომ მის მიერ ნახული - ჰალუცინაციის ნაყოფი იყო. მაგრამ საბედისწეროდ დასნეულებულ ექიმს სწამდა, რომ უფალსა და წმინდანს ესაუბრა და ხელახლა გამოკვლევა დაიჟინა. გამოვიდა, რომ ახალი დიაგნოზის მიხედვით სრულიად ჯანმრთელი იყო. რამდენმა ადამიანმა ნახა ეს ორი სამედიცინო სურათი: პირველი ადასტურებს კიბოს, მეორე - სრულ ჯანმრთელობას. და აი, წერილი: "მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მე მორწმუნე არა ვარ, მაგრამ მე ვნახე წმინდანი და განვიკურნე". /10 აპრილი, 1964 წ./ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი