![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,347 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როკითი ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს შეხვდებით. სოფელში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დაიბადა და აღიზარდა. ყველა მათგანის ჩამოთვლა ალბათ გამიჭირდება... უპირველესად გავიხსენებ ნიკოლოზ კახიანს, რომელიც გახლდათ ქართული ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებული. ნიკოლოზ კახიანი დაიბადა 1883 წელს. განათლება მიიღო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა ალექსანდრიაში, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქ გააგრძელა მოღვაწეობა. ოთხჯერ იყო მიწვეული კაიროში ბალზამირების ევიპტური წესის შესასწავლად. მოღვაწეობდა თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში, ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა პროპედევტიკის კათედრას. უდიდესი ქირურგი გახლდათ. უნიკალურ და ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. ძალიან უყვარდა ხალხს. ბაღდათში, ყველა ოჯახში მის სურათს ნახავდით. მშობლიურ ბაღდათში რომ ჩამოდიოდა, ურმებით ხვდებოდნენ თურმე გზაზე ავადმყოფები. ურემზეც აკეთებდა ურთულეს ოპერაციებს... წამალი რომ ეყიდათ, სამკურნალო ფულსაც თვითონ აძლევდა. მამის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები იყვნენ ზაზა და ზაურ კახიანებიც. ზაზა კახიანი წლების მანძილზე იყო ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე რესპუბლიკის ექიმთა დახელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ მან დააფუძნა საქართველოში მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. იყო საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი, ზვიად გამსახურდიას დროს. სხვათა შორის, ცნობილი თამადაც გახლდათ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,347 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საექიმო საქმისადმი გულგრილობის გამოვლინება ეპისკოპოს ლუკას [ვოინო-იასენეცკი] მეტად აღაშფოთებდა. ამ შრომას ხშირად ღრმა სულიერი ტკივილები ახლდა თან. "ოპერაციის შემდეგ ავადმყოფის სიკვდილს მძიმედ განიცდი - წერდა ეპისკოპოსი ლუკა თავის ვაჟს - საოპერაციოში სიკვდილის სამი შემთხვევა მქონდა და ამან საშინლად გამტეხა. შენთვის, როგორც თეორეტიკოსისთვის, ასეთი წამება უცნობია, მე კი ამის გადატანა უფრო და უფრო მიჭირს. მიცვალებულთათვის სახლში ვილოცე, კრასნოიარსკში ტაძარი არ არის..." თუ ავადმყოფს ხსნის სხვა შესაძლებლობა არ იყო, მეუფე ლუკა ოპერაციას რისკავდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა... პალატაში შესული თუ ვერ შენიშნავდა ავადმყოფს, რომელსაც ორი დღის წინ გაუკეთა ოპერაცია, ის უსიტყვოდ ადიოდა მეორე სართულზე და თავის ოთახში იკეტებოდა.
ამის შესახებ ქირურგის მოსწავლე ა.ი. ბენიამინოვიჩი იხსენებს: "ამის შემდეგ მას საათობით ვეღარ ნახულობდნენ, ჩვენ ვიცოდით: თითოეული სიკვდილი, რომელშიც საკუთარ თავს ადანაშაულებდა, ძლიერ სტანჯავდა". მეუფე ლუკა აუცილებლად თვლიდა, რომ განწირულთათვის სიკვდილის სიახლოვე არ დაემალათ, რადგანაც შესაძლებელი იყო, მათ ქრისტიანული აღსასრული მოესურვებინათ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 05:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი