ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი |
marine |
May 13 2022, 12:47 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,125 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთ ჩემს ნაცნობს (ჩემი ძველი ხელმძღვანელი ნატალია ვ.) მანქანა დაეჯახა. მან თეძო მოიტეხა. როცა ეს გავიგე, დავღონდი და იმ ქალს, ვინც ეს მაცნობა, ვუთხარით: "თქვენ წადით და მოინახულეთ ის, მე კი ეკლესიაში ვილოცებ და მატრონასთანაც მივალ". ასეც მოვიქეცით. ოპერაციის დღეს სერაფიმე საროველის ნაწილთა აღმოყვანების დღესასწაულზე - 1 აგვისტოს მე გადავეცი მოსახსენებელი ნატალიას გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცე სერაფიმე საროველის წინაშე და შემდეგ მატრონას საფლავზე მივედი. მე მთელი გულით ვწუხდი ამ ქალის გამო და ვთხოვე, მატრონას ელოცა, რომ ოპერაციას შედეგიანად ჩაევლო. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპერაცია მეტად ადვილად და სრულიად უსისხლოდ დამთავრდა, თუმცა ჭრილობა მეტად დიდი იყო - ბარძაყიდან მუხლამდე. ექიმები გაოგნებულები იყვნენ. ოპერაციის შემდეგ ექიმები და მოწყალების დები პალატაში შევიდნენ. ის არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, იწვა და იღიმებოდა: "ვინ ილოცა ჩემთვის, რომ ასე კარგად და მსუბუქად ვარ?.." როცა ეს მოვისმინე, სიხარულით ავტირდი და ვთქვი: "ეს მატრონა ლოცულობდა მისთვის". კანდელი ავანთე და მაშინათვე სამადლობელი წარმოვთქვი მატრონას წინაშე, მისი ლოცვის და შუამდგომლობისთვის, რომლის ღირსიც ჩვენ - ცოდვილები გავხდით".
/ლუბა, მოსკოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 14 2022, 12:20 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,125 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნეტარი დედა მატრონას ცხოვრებაში აღწერილია უნიკალური და ამავდროულად მართლმადიდებლობისთვის საკმაოდ ჩვეული ეპიზოდი: ერთი დედაკაცი მხურვალედ ევედრებოდა ღირს დედას, რომ წარმატებით ჩაევლო ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციას, რომ წმინდანი "უხილავად დასწრებოდა და ყოველივე თავისი ხელით გაეკეთებინა". ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ოპერატორმა-ქირურგმა ყურადსაღები სიტყვებიტ წარმოთქვა: "ოპერაცია ადვილად მიმდინარეობდა, არც დავღლილვარ, თითქოს ვიღაც მეხმარებოდა, ხელებში სიმსუბუქეს ვგრძნობდი. მე კი უკვე 70 წლისა ვარ. სხვა დროს, ოპერაციის მსვლელობისას ოფლი ღვარად ჩამომდის ხოლმე, აქ კი - არაფერი ამის მსგავსი". განა ეს დახმარება ვედრების შედეგი არ არის?!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2024 - 06:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი