IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი
marine
პოსტი May 13 2022, 12:47 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,154
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ ჩემს ნაცნობს (ჩემი ძველი ხელმძღვანელი ნატალია ვ.) მანქანა დაეჯახა. მან თეძო მოიტეხა. როცა ეს გავიგე, დავღონდი და იმ ქალს, ვინც ეს მაცნობა, ვუთხარით: "თქვენ წადით და მოინახულეთ ის, მე კი ეკლესიაში ვილოცებ და მატრონასთანაც მივალ". ასეც მოვიქეცით. ოპერაციის დღეს სერაფიმე საროველის ნაწილთა აღმოყვანების დღესასწაულზე - 1 აგვისტოს მე გადავეცი მოსახსენებელი ნატალიას გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცე სერაფიმე საროველის წინაშე და შემდეგ მატრონას საფლავზე მივედი. მე მთელი გულით ვწუხდი ამ ქალის გამო და ვთხოვე, მატრონას ელოცა, რომ ოპერაციას შედეგიანად ჩაევლო. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპერაცია მეტად ადვილად და სრულიად უსისხლოდ დამთავრდა, თუმცა ჭრილობა მეტად დიდი იყო - ბარძაყიდან მუხლამდე. ექიმები გაოგნებულები იყვნენ. ოპერაციის შემდეგ ექიმები და მოწყალების დები პალატაში შევიდნენ. ის არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, იწვა და იღიმებოდა: "ვინ ილოცა ჩემთვის, რომ ასე კარგად და მსუბუქად ვარ?.." როცა ეს მოვისმინე, სიხარულით ავტირდი და ვთქვი: "ეს მატრონა ლოცულობდა მისთვის". კანდელი ავანთე და მაშინათვე სამადლობელი წარმოვთქვი მატრონას წინაშე, მისი ლოცვის და შუამდგომლობისთვის, რომლის ღირსიც ჩვენ - ცოდვილები გავხდით".

/ლუბა, მოსკოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 14 2022, 01:33 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,154
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"16 აგვისტოს, საღამოს ჩემს ქმარს მარჯვენა ხელის მტევანი კარში მოუყვა. კვირას ტრავმატოლოგიის პუნქტში წავედით და რენტგენმა მოტეხილობათა სიმრავლე აჩვენა. თაბაშირი დაადეს, მაგრამ შვება ვერ იგრძნო. საშინელ ტკივილს გრძნობდა და სამ თითში შეგრძნება საერთოდ დაკარგა. მეორე დღეს სპეციალურ ტრავმატოლოგიურ დაწესებულებაში წავედით. გაირკვა, რომ ნერვები და მყესებიც დაზიანებულია, ექიმებმა უთხრეს: "ეს თითები უკვე დაკარგეთ, ისინი ვეღარ ამოქმედდებიან". დაინიშნა ოპერაცია - რათა მყესები გადაეკერებინათ და ამპუტაცია საჭირო აღარ გამხდარიყო. ეს ჩვენთვის ოჯახური კატასტროფა იყო, რადგან ჩემი ქმარი კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტია და მთელი მისი სამუშაო მარჯვე ხელს მოითხოვს. მე არ ვმუშაობ, ჩვენ პატარა ვაჟი გვყავს, მაგრამ ქმარს იმედი არ დაუკარგავს და მითხრა: "მე დედა მატრონას წინაშე ვილოცე (მან თვითონ დაუჯდომელი წაიკითხა) და ვიცი - მივალთ, საფლავს ხელს დავადებ და ყველაფერი კარგად იქნება". ოთხშაბათ დილას ვიყავით საფლავზე. გრძნობადაკარგულ თითებს ტკივილის შეგრძნება დაუბრუნდა, საღამოს კი მოძრაობა დაიწყო. ხუთშაბათს ქმარი ექიმთან მივიდა. ისინი განცვიფრდნენ, რენტგენი კვირას გადაღებულს საერთოდ არ დაემთხვა. ხელს კვლავ იტკიებდა, მაგრამ მუშაობა უკვე დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კი მსახურების დამთავრების შემდეგ მითხრა: "თითქოს ღვთისმშობელი ხელზე მომეალერსა". მან თვითონვე მოიხსნა თაბაშირი და მას შემდეგ იმ ხელით სრულიად შეუზღუდავად მუშაობს".

/6 სექტემბერი, 1997 წ. ლ.ე. გარხუშინა (ქმარი - ა.ნ. ბუშუევი), მოსკოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 01:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი