სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
May 13 2022, 12:47 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,294 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთ ჩემს ნაცნობს (ჩემი ძველი ხელმძღვანელი ნატალია ვ.) მანქანა დაეჯახა. მან თეძო მოიტეხა. როცა ეს გავიგე, დავღონდი და იმ ქალს, ვინც ეს მაცნობა, ვუთხარით: "თქვენ წადით და მოინახულეთ ის, მე კი ეკლესიაში ვილოცებ და მატრონასთანაც მივალ". ასეც მოვიქეცით. ოპერაციის დღეს სერაფიმე საროველის ნაწილთა აღმოყვანების დღესასწაულზე - 1 აგვისტოს მე გადავეცი მოსახსენებელი ნატალიას გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცე სერაფიმე საროველის წინაშე და შემდეგ მატრონას საფლავზე მივედი. მე მთელი გულით ვწუხდი ამ ქალის გამო და ვთხოვე, მატრონას ელოცა, რომ ოპერაციას შედეგიანად ჩაევლო. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპერაცია მეტად ადვილად და სრულიად უსისხლოდ დამთავრდა, თუმცა ჭრილობა მეტად დიდი იყო - ბარძაყიდან მუხლამდე. ექიმები გაოგნებულები იყვნენ. ოპერაციის შემდეგ ექიმები და მოწყალების დები პალატაში შევიდნენ. ის არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, იწვა და იღიმებოდა: "ვინ ილოცა ჩემთვის, რომ ასე კარგად და მსუბუქად ვარ?.." როცა ეს მოვისმინე, სიხარულით ავტირდი და ვთქვი: "ეს მატრონა ლოცულობდა მისთვის". კანდელი ავანთე და მაშინათვე სამადლობელი წარმოვთქვი მატრონას წინაშე, მისი ლოცვის და შუამდგომლობისთვის, რომლის ღირსიც ჩვენ - ცოდვილები გავხდით".
/ლუბა, მოსკოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
May 14 2022, 01:33 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,294 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"16 აგვისტოს, საღამოს ჩემს ქმარს მარჯვენა ხელის მტევანი კარში მოუყვა. კვირას ტრავმატოლოგიის პუნქტში წავედით და რენტგენმა მოტეხილობათა სიმრავლე აჩვენა. თაბაშირი დაადეს, მაგრამ შვება ვერ იგრძნო. საშინელ ტკივილს გრძნობდა და სამ თითში შეგრძნება საერთოდ დაკარგა. მეორე დღეს სპეციალურ ტრავმატოლოგიურ დაწესებულებაში წავედით. გაირკვა, რომ ნერვები და მყესებიც დაზიანებულია, ექიმებმა უთხრეს: "ეს თითები უკვე დაკარგეთ, ისინი ვეღარ ამოქმედდებიან". დაინიშნა ოპერაცია - რათა მყესები გადაეკერებინათ და ამპუტაცია საჭირო აღარ გამხდარიყო. ეს ჩვენთვის ოჯახური კატასტროფა იყო, რადგან ჩემი ქმარი კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტია და მთელი მისი სამუშაო მარჯვე ხელს მოითხოვს. მე არ ვმუშაობ, ჩვენ პატარა ვაჟი გვყავს, მაგრამ ქმარს იმედი არ დაუკარგავს და მითხრა: "მე დედა მატრონას წინაშე ვილოცე (მან თვითონ დაუჯდომელი წაიკითხა) და ვიცი - მივალთ, საფლავს ხელს დავადებ და ყველაფერი კარგად იქნება". ოთხშაბათ დილას ვიყავით საფლავზე. გრძნობადაკარგულ თითებს ტკივილის შეგრძნება დაუბრუნდა, საღამოს კი მოძრაობა დაიწყო. ხუთშაბათს ქმარი ექიმთან მივიდა. ისინი განცვიფრდნენ, რენტგენი კვირას გადაღებულს საერთოდ არ დაემთხვა. ხელს კვლავ იტკიებდა, მაგრამ მუშაობა უკვე დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კი მსახურების დამთავრების შემდეგ მითხრა: "თითქოს ღვთისმშობელი ხელზე მომეალერსა". მან თვითონვე მოიხსნა თაბაშირი და მას შემდეგ იმ ხელით სრულიად შეუზღუდავად მუშაობს".
/6 სექტემბერი, 1997 წ. ლ.ე. გარხუშინა (ქმარი - ა.ნ. ბუშუევი), მოსკოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი May 13 2022, 12:47 PM
marine "ნეტარი დედა მატრ... May 14 2022, 12:20 PM
marine "ზ. ჟდანოვა თავის ... May 15 2023, 10:00 PM
marine "წმიდა მატრონა ხშ... May 17 2023, 04:54 PM
marine "ვინც კი მე შეწევ... May 18 2023, 07:48 PM
marine "2012 წლის 26 ივლისს ჩ... Jun 27 2023, 06:45 PM
marine "2012 წლის 26 ივლისს ჩ... Jun 27 2023, 06:45 PM
marine "მე მინდა დავამოწ... Sep 20 2023, 08:34 PM
marine "წმიდა მატრონასთ... Dec 20 2023, 09:22 PM
marine "ჩემი ქმარი ბავშვ... Feb 12 2024, 06:09 PM
marine "მე წმიდა მატრონა... Jan 23 2026, 06:57 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th February 2026 - 10:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი