ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა |
marine |
May 20 2020, 06:20 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველომ ყველგან უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, მაგრამ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა არის ჭეშმარიტება, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება"
/საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/ "ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს" /იგავნი სოლომონისა, 12, 17/ "ჭეშმარიტება მოკლედ, ლამის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში, შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა-ძიებას!" /წმ. ეფრემ ასური/ "ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, მას ჯერ კიდევ არ შეუცნია იგი" /წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 20 2022, 08:11 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნუთუ ფიქრობენ, რომ ღვთის - ქრისტეს ჭეშმარიტება განზე დგას ბუნებრივი ჭეშმარიტებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანისა და საზოგადოებისათვის, და რომ ამ უკანასკნელს ისევე შეუძლია პირველის გარეშე ცხოვრება, როგორც - მასთან შეერთებით?! შეხედეთ ხალხებსა და ადამიანთა საზოგადოებებს, ქრისტიანულსა და არაქრისტიანულს. განა იქ არ ანათებს ბუნებრივი ჭეშმარიტება: საბუნებისმეტყველო, გონებრივი, ზნეობრივი, შემოქმედებითი, - კეთილმოწყობილი და გამშვენებული ადამიანთა საზოგადოებისათვის, სადაც ანათებს ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტების მზე? განა ღამე არ ფარავს ხალხების ცხოვრებას? გამოაძევეთ მზე სამყაროდან: და რა დაემართება მას? გამოაძევეთ გული სხეულიდან: რა დაემართება მას? განა საჭიროა ამაზე საუბარი? გამოდევნეთ ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტება ადამიანთა მოდგმინდან: მას იგივე დაემართება, რაც სხეულს - გულის გარეშე, რაც სამყაროს - მზის გარეშე!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი