"ტყე შეუნახე შვილებსა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ტყე შეუნახე შვილებსა" |
marine |
Jan 31 2018, 11:35 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატრიარქი ბრძანებს, რომ უპირველესი საზრდო სულიერებისა - ეს არის ტყე და ულამაზესი გარემო, რასაც ბუნება ქმნის. ტყეში, ამ ხელთუქმნელ ბუნებრივ გარემოში ყველაფერი ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან: მიკროორგანიზმები, ნიადაგი, ბალახი, ფრინველი, ნადირი, ხე, ბუჩქი...
ტყე იყო და არის ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, მხატვრობის შთაგონების წყარო. ჩვენი პატრიარქი უდიდესი ქომაგია ბუნებისა. მას განსაკუთრებით უყვარს კვიპაროსი - მწვანე სანთლებს უწოდებს. ერის ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ბუნებისა და ტყის მიმართ. თუნდაც საპატრიარქოს ეზო გახლავთ მცირე ზომის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უზარმაზარი სითბოთი და რუდუნებით არის შექმნილი. შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ეკლესია-მონასტრები ძირითადად ისეთ ადგილებშია გაშენებული, რომლებიც მშვენიერი ბუნებით და ტყის საფარით გამოირჩევა. შეიძლება პირიქითაც იყოს. ქართველი კაცი ეკლესიის მიმდებარე ტყეებში ერიდებოდა გარკვეულ სამეურნეო საქმიანობას, ეს ხელს უწყობდა ამ ტერიტორიების გატყევებას. ამიტომაც იმ ადგილებში, სადაც ეკლესიები შენდებოდა, ნელ-ნელა ხდებოდა ტყის წარმოქმნაც. ტყეებში დღესაც შემორჩენილია ეკლესიათა და სალოცავთა ნაშთები, ნანგრევები, ომიანობის დროს მოსახლეობის უმრავლესობა თავს ტყეს აფარებდა. ქართული სულიერებიდან გამომდინარე, ქართველი კაცი თავის საცხოვრისთან, ტყეში აგებდა ნიშას, ეკლესიას და ა.შ." /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 24 2022, 07:39 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს კოლხეთის დაბლობის ტყეებში ძირითადად თხმელა გვხვდება. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი მუხის, ბზის, ფიჭვის, წაბლის თუ კაკლის ტყეებით იყო დაფარული. გვხვდებოდა ზეთისხილისა თუ დაფნის კორომები. მაგრამ XIX საუკუნეში დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულმა ტყის ჭრამ ყველა ჯიში გაანადგურა.
ხეტყე ზღვის საქართველოდან უძველესი დროიდან გაჰქონდათ, მაგრამ XIX საუკუნეში უზომო ვაჭრობამ კატასტროფული ხასიათი მიიღო. ხეს ყიდდა ყველა: სამეგრელოსა თუ აფხაზეთის მთავარი, თავადი თუ აზნაური, ყველა, ვისაც ტყის სულ მცირე ფართობი მაინც გააჩნდა. მყიდველიც, ბუნებრივია, ხის უძვირფასეს ჯიშებს არჩევდა. ასე რომ, დასავლეთ ზღვისპირეთის ტყეებში ხეთა დიდი უმეტესობა ძველი ტყის განადგურების შემდეგაა ამოსული. მეფის მთავრობა ხეტყით ვაჭრობაში ნაკლებად ერეოდა და განგაში მაშინ ატყდებოდა, თუ ხაზინის ინტერესებს რაიმე საფრთხე დაემუქრება". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 32/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი