![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,404 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როკითი ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს შეხვდებით. სოფელში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დაიბადა და აღიზარდა. ყველა მათგანის ჩამოთვლა ალბათ გამიჭირდება... უპირველესად გავიხსენებ ნიკოლოზ კახიანს, რომელიც გახლდათ ქართული ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებული. ნიკოლოზ კახიანი დაიბადა 1883 წელს. განათლება მიიღო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა ალექსანდრიაში, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქ გააგრძელა მოღვაწეობა. ოთხჯერ იყო მიწვეული კაიროში ბალზამირების ევიპტური წესის შესასწავლად. მოღვაწეობდა თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში, ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა პროპედევტიკის კათედრას. უდიდესი ქირურგი გახლდათ. უნიკალურ და ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. ძალიან უყვარდა ხალხს. ბაღდათში, ყველა ოჯახში მის სურათს ნახავდით. მშობლიურ ბაღდათში რომ ჩამოდიოდა, ურმებით ხვდებოდნენ თურმე გზაზე ავადმყოფები. ურემზეც აკეთებდა ურთულეს ოპერაციებს... წამალი რომ ეყიდათ, სამკურნალო ფულსაც თვითონ აძლევდა. მამის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები იყვნენ ზაზა და ზაურ კახიანებიც. ზაზა კახიანი წლების მანძილზე იყო ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე რესპუბლიკის ექიმთა დახელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ მან დააფუძნა საქართველოში მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. იყო საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი, ზვიად გამსახურდიას დროს. სხვათა შორის, ცნობილი თამადაც გახლდათ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,404 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რაც შეეხება ვახტანგს [ღამბაშიძე - ექიმი და ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თავკაცი], იგი საქვეყნოდ ცნობილი ექიმი გახდა, კურორტ ცემის დამაარსებელი, შემდგომში კი, ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე საფრანგეთში.
ვახტანგმა საექიმო პრაქტიკას მიჰყო ხელი შორაპნის მაზრაში, პარალელურად ეძებდა ადგილს თავისი მომავალი სანატორიუმისთვის. 1904 წელს, მან, მამასთან ერთად, ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი "პატარა ცემი", სადაც 8-16 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს მკურნაკობდა. მომავალი კურორტის მოდელი ლეისონში , შვეიცარიულ სანატორიუმთა ახლებური მოდელის მიხედვით იყო შედგენილი, ამ საქმეში მას მხარს უჭერდნენ: აკაკი წერეთელი, დეკანოზის უახლოესი მეგობარი და სულიერი შვილი, ვახტანგის უფროსი ქალიშვილის, მედეას ნათლია, ექიმი სამსონ თოფურია, გივი და ალ. დიასამიძეები და კიდევ რამდენიმე პირი. ამავე დროს ვახტანგ ღამბაშიძე პრესის ფურცლებიდან ცდილობდა ხალხში სამედიცინო განათლების გავრცელების, მოსახლეობას განუმარტავდა ჯანმრთელობის რაობასა და ავადმყოფობის ნაირგვარობას". /"კარიბჭე" N6, 2022, გვ.47/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 04:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი