სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ႲႭႡႰႠႬ |
Apr 30 2015, 03:03 PM
პოსტი
#1
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
აბა რამდენი ხართ მეთევზე? სად თევზაობთ, რა მეთოდით და როდის?
ვსაუბრობთ ყველაფერზე თევზაობის ირგვლივ... -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
![]() ![]() |
| marine |
Jun 2 2022, 09:15 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,017 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველები თევზის ჭერას, თევზაობას, "თევზობას", "თხევლას" ან კიდევ "ნადირობას", ხოლო თევზის დამჭერს - "მეთევზეს", "მეთევზურს", "მესათხევლეს", ანდა "მონადირეს" უწოდებდნენ.
"მესათხევლე" მეთევზის უძველესი ქართული სახელწოდებაა. იგი "თხევლადან" მოდის, რაც თავდაპირველად, თევზის ჭერასთან ერთად, ყოველგვარ ნადირობას ნიშნავდა. "ნადირი" და "მონადირე" ქართულ ენაში შედარებით გვიანაა დამკვიდრებული. ამ სიტყვების ქართულ ლექსიკონში შემოსვლის შემდეგ "თხევლის" მნიშვნელობა დავიწროვდა და ეს ტერმინი მხოლოდ თევზის ჭერას აღნიშნავდა. ზოგადი მნიშვნელობა "თხევლამ" მხოლოდ სვანურში შემოინახა, სადაც "მეთხუარ" დღესაც მონადირეს ნიშნავს. თევზის ჭერასაც ნადირობა ეწოდა. "მეთევზე - თევზზე მონადირე", - ასეა განმარტებული საბას ლექსიკონში. ტერმინები - "თევზის თხევლა" და "თევზზე ნადირობა" - იმ შორეული ხანიდან მოდის, როდესაც ადამიანი თევზს ბადით ან ანკესით კი არ იჭერდა, არამედ ნადირივით იარაღით კლავდა. ასეთი "ნადირობის" ტრადიცია საქართვლეოში უკანასკნელ ხანამდე შემორჩა. გ. ავალიშვილი თავის მოგზაურობის ჩანაწერებში ახსენებს ერთ მეთევზეს, რომელიც მდინარე წყალწითელაზე, ქუთაისთან ახოს ნახა. მას ხელში ეჭირა "მშვილდი, წვრილსა წკეპლის გამომქნილი და წკეპლისავე ისარი ოთხწვეტიანი". მეთევზემ "ჰპოვნა ერთი ქვისა ქვეშე მწოლარეი ჭიჭყინა, დასცა ისარი და აღმოიღო გიი მას ზედაცმული". უძველს ხანაში ისრით თევზზე ხშირად ნადირობდნენ და მეთევზესაც ჩვეულებრივი საბრძოლო მშვილდისარი ეპყრა ხელთ". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 130/ "ჩვენს მეთევზეებს "ავი თვალისაც" სჯეროდათ, ამიტომ იმ მეთევზეებს, რომლებსაც ასეთი რამ ბრალდებოდათ, ზღვის ნაპირზე გასვლის უფლება არ ჰქონდათ, როცა სხვები თევზაობდნენ" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 136/ ზემოთ ნახსენებ წიგნში ძალიან საინტერესო სტატიაა სათაურით "შავი ზღვის რეწვის ისტორიიდან" გვერდი 129, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ႲႭႡႰႠႬ თევზაობა Apr 30 2015, 03:03 PM
marine "ქვირითობის პერი... Nov 15 2017, 02:47 PM
marine "მაცხოვრის ერთ-ერ... Feb 19 2018, 10:13 PM
marine "ანტიკური ხანის ს... Apr 20 2022, 08:37 PM
marine "არსებობს მცენარ... Apr 24 2022, 02:17 PM
marine "ცნობილია, რომ სა... Apr 27 2022, 09:52 PM
marine "ქრისტიანობის გა... Apr 28 2022, 01:27 PM
marine "კალმახის რაოდენ... Apr 28 2022, 01:54 PM
marine "თევზის კულტის არ... Apr 29 2022, 12:48 PM
marine "დასავლეთ საქართ... May 2 2022, 02:29 PM
marine "ჩვენი წინაპრები ... Jun 3 2022, 09:20 PM
marine "შედარებით დიდი რ... Jun 4 2022, 01:20 PM
marine "აფხაზები თევზს ს... Jun 4 2022, 01:55 PM
marine "ეთნოგრაფებმა შე... Jun 8 2022, 08:55 PM
marine "დავუბრუნდეთ ფეო... Jun 8 2022, 09:19 PM
marine "საფიქრებელია, რო... Aug 17 2022, 01:20 PM
marine "თევზით მდიდარი ი... Jan 12 2023, 09:48 PM
marine "[იმერეთის მეფე ს... Apr 26 2023, 04:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 06:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი