წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 10 2022, 06:05 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენს მეზობლად, გოგიტაანთს, ცხოვრობდა ერთი ძაღლი - შოტლანდიური ნაგაზი, ჯერი ერქვა. ნამდვილი არისტოკრატი იყო. ეს ძაღლი სახლში ვერ ჩერდებოდა და სულ მამა გაბრიელთან [აღმსარებელი და სალოსი] მორბოდა. მამა გაბრიელი ჯერის ჯულბარსს ეძახდა. ჯერის პატრონი მოვიდოდა - გოგიტას უფროსი ძმა (გოგიტა ახლა მღვდელია), ჩააბამდა საყელურს და წაიყვანდა. მეორე დღეს ისევ ჩვენთნ იყო. მერე გოგიტაანთებმა თქვეს (ძალიან კარგი ოჯახია ეს გოგიტაანთები), რაკი თქვენთან უნდაო, დარჩესო, და მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი ძალიან უყვარდათ, ჩვენ დაგვიტოვეს.
ჯერი გაწვრთნილი ძაღლი იყო. დღედაღამ კიბის თავში იჯდა, მამა გაბრიელის გვერდით. ბერი რომ ხელებს გაშლიდა, ის თათს ჩაუდებდა ხელში. მამა გაბრიელს ძალიან მოსწონდა ეს დუეტი და თავისებური ქადაგებისთვის იყენებდა: როგორც კი დაინახავდა ტაძრისკენ მომავალ ხალხს, უმალ არტისტულად გაშლიდა ხელებს. აქ ჯერი თავის საქმეს აკეთებდა. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო: ბერი და ძაღლი კიბის თავში, ორივენი - პირით მაყურებლისაკენ, ბერი - ჩამოკონკილი, ძაღლი - არისტოკრატი. ბერი რაღაცას იტყვის, გაშლის ხელებს, ძაღლი ელეგანტურად უდასტურებს. ასჯერ რომ გაეშალა ხელი, ისიც ასჯერ ჩაუდებდა თათს". /მონაზონი აგლაიდა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი