მეფუტკრეობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეფუტკრეობა |
marine |
Apr 20 2022, 07:49 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აჭარული მასალით, კინტრიშის ხეობაში "ადამიანს პირველად ფუტკარი ხის ღრუში უნახავს, ხე გამოუმორავს და თაფლიან-ფუტკრიანად სახლში მოუტანია. თაფლისთვის რომ ფუტკარი ვერ მოუშორებიათ "ფუტი უკრავთ" (ფუტი დაუხრჩოლებიათ) და ასე დაუმონებიათ იგი. სახელი ფუტკარიც აქედან გაჩენილა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 151/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 12 2022, 08:30 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფუტკრების დაბრუნება
"ერთ კვირა დღეს მონაზვნების უმეტესობა ხატის გადასვენებაზე წავიდა რომელიღაც ოჯახში. ამასობაში მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ძალიან ცუდად გახდა: კუჭიდან სისხლს იღებდა და ჩვენ, რამდენიმე მონაზონი, ვინც მონასტერში ვიყავით დარჩენილები, ვემსახურებოდით და ვედროებით გაგვქონდა სისხლი მისი სენაკიდან. ერთი-ორი საათი გვერდიდან ვერ მოვშორდით. - ახლა სიკვდილი, აი, ასე დამტრიალებს თავს, - ამბობდა და ჰაერში თითით წრეს ხაზავდა. ცოტა რომ მოკეთდა, რუსიკო ბუაჩიძემ, ჩვენი მონასტრის დამ, სთხოვა, მოგვიყევით როგორ დააბრუნეთ სკაში ფუტკრებიო. მამა გაბრიელმა უცბად თითქოს ცოტათი დაირცხვინა: არ ელოდა, რომ ჩვენც გვეცოდინებოდა ეს ამბავი. მაგრამ მეტი გზა აღარ ჰქონდა და მოგვიყვა: - ვხედავ, ფუტკრების მთელი გუნდი გამოვიდა სკიდან და გაფრინდა. მივედი მამა იოანეს საფლავზე და ვეუბნები: შენ ხომ შეგვპირდი, სულით მუდამ თქვენთან ვიქნებიო, დაგვეხმარე, დააბრუნე ფუტკრები-მეთქი, და იმ მხარეს, საითკენაც გაფრინდნენ, ჯვარი გადავსახე. უცბად მთელი გუნდი შემოტრიალდა, ისევ სკასთან მიფრინდნენ და სათითაოდ შევიდნენ სკაში. იოანე [საუბარია ბეთანიის მონასტრის იმდროინდელ წინამძღვარზე - მამა იოანე შეყლაშვილზე] გაკვირვებული მიყურებს. ეს ამბავი ისე თავმდაბლურად მოგვიყვა მამა გაბრიელმა, თითქოს თვითონ არაფერი გაეკეთებინოს ფუტკრების დასაბრუნებლად". /მონაზონი ათანასია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი