ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
marine |
May 10 2022, 09:16 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".
/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 13 2022, 02:07 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წელს, თებერვალში, მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] ჟილეტი კვლავ მობრძანდა ჩვენთან - თავის დღესასწაულზე (ნაწილთა აღმოყვანებაზე). ამჯერად - სამი დღით.
ჩვენ დიდი ხნით ადრე ვიცოდით, რომ ეს სიწმინდე მობრძანდებოდა და მთელი ამ ხნის მანძილზე მოუთმელნად ველოდით 22 თებერვლის დადგომას. იმის აღწერას აღარ შევუდგები, თუ რა სიხარული, რა ნუგეში მოგვიტანა მან, მხოლოდ ერთ ამბავზე შევჩერდები. დღესასწაულამდე ორი-სამი დღით ადრე ჯერ ჩვენს ერთ-ერთ დას - დედა ისიდორას შეეყარა ვირუსი, შემდეგ კი - მეც. ორივეს ისეთი სისუსტე გვქონდა, რომ როგორც კი ზედმეტი მოძრაობა ან ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევდა, მაშინვე გული გვიჩქარდებოდა და უნდა დავმსხდარიყავით. ავის მომასწავებელი აზრებით მოცული, ჩემთვის ვფიქრობდი: "ნუთუ ღამისთევას ვერ დავესწრები? მამა გაბრიელ, ასე დამსჯი? შენი წმინდა ჟილეტი ჩვენთან მობრძანდება, და მე?.." თუმცა არც იმის იმედი მტოვებდა, რომ მამა გაბრიელი არ "გაგვწირავდა". და აი, ჩამობრძანდა. ყველანი ემაზდებიან შესახვედრად, მე კი მამა გაბრიელს ვევედრები: "მამა გაბრიელ, მომეცი ძალები, რომ ჭიშკრამდე მივიდე, მერე - ეკლესიამდე, მერე - სენაკამდე..." ასეთ მდგომარეობაში წავლასლასდი შესახვედრად. თურმე დედა ისიდორაც ჩემ დღეშია. ისევ ისე დავხვდით, როგორც რამდენიმე წლის წინ, პირველად რომ მობრძანდა - ლიტანიობით. გავშალე წმინდა ჟილეტი იმავე სარეცელზე და დებს გადავხედე: ვეძებ დედა ათანასიას, იერარქიულად უფროს მონაზონს, რომ ჟილეტის წაბრძანებაში დამეხმაროს. უცბად მზერით დედა ისიდორას შევეჩეხე და გაუაზრებლად დავუძახე, ასე ვთქვათ, შემთხვევით. ისიც მოვიდა, ჟილეტი ერთად ავწიეთ, თავზე დავიდეთ და დავიძარით. მივდივართ გალობით ტაძრისკენ და ამ დროს უბერავს თებერვლის ცივი ქარი, მე კი სულ მთლად გაოფლილი ვარ. მომდის აზრი: "აჰა, გასაგებია, რომ ფილტვების ანთება ხელში მიჭირავს! მაგრამ ოღონდაც ღამისთევა შევძლო და მერე აღარ დავეძებ, თუ ღვთის ნებაა, იყოს ფილტვების ანთებაც". მეორე დღეს (ესე იგი, ღამისთევის დღეს) დედა ისიდორა მეუბნება: - იცი, განვიკურნე! - მართლა? - ვეკითხები გახარებული, - როდის, როგორ? თან ჩემთვის ვფიქრობ: "ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მამა გაბრიელი ისე არ დაგტოვებდა". საინტერესო ისაა, რომ ამ დროს ერთი წუთითაც კი არ გამხსენებია საკუთარი ავადმყოფობა. - აი, ჟილეტი რომ დავიდეთ თავზე და წამოვედით, მაშინ განვიკურნე, - მპასუხობს გაბადრული. მე სიხარულს ვერ ვფარავ, ეს გამოჯანმრთელებული დედა ისიდორაც აგრძელებს დეტალების მოყოლას და უცბად... თავში დამკრა: "კი მაგრამ მე?" - და იმ წამს აღმოვაჩინე, რომ თურმე მეც სრულიად ჯანმრთელი ვყოფილვარ. სახტად დავრჩი. გაღიმებული, უფრო სწორად, გაოგნებული შევყურებ დედა ისიდორას და უკვე აღარ მესმის, რას მელაპარაკება. "როგორ? - ვფიქრობ, - ასე როგორ განვიკურნე, რომ ვერც გუშინ და ვერც დღეს ვერაფერს მივხვდი? მამა გაბრიელ, ასე როგორ განმკურნე, რომ ჩემი მეხსიერებიდან თვით ავადმყოფობის ხსოვნაც კი ამოშალე?" ესეც შენი ვირუსი! ესეც შენი სისუსტე! ესეც შენი ფილტევების ანთება!" /იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი