IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული
marine
პოსტი May 10 2022, 09:16 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,185
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".

/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jun 13 2022, 02:07 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,185
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წელს, თებერვალში, მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] ჟილეტი კვლავ მობრძანდა ჩვენთან - თავის დღესასწაულზე (ნაწილთა აღმოყვანებაზე). ამჯერად - სამი დღით.

ჩვენ დიდი ხნით ადრე ვიცოდით, რომ ეს სიწმინდე მობრძანდებოდა და მთელი ამ ხნის მანძილზე მოუთმელნად ველოდით 22 თებერვლის დადგომას. იმის აღწერას აღარ შევუდგები, თუ რა სიხარული, რა ნუგეში მოგვიტანა მან, მხოლოდ ერთ ამბავზე შევჩერდები.

დღესასწაულამდე ორი-სამი დღით ადრე ჯერ ჩვენს ერთ-ერთ დას - დედა ისიდორას შეეყარა ვირუსი, შემდეგ კი - მეც. ორივეს ისეთი სისუსტე გვქონდა, რომ როგორც კი ზედმეტი მოძრაობა ან ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევდა, მაშინვე გული გვიჩქარდებოდა და უნდა დავმსხდარიყავით. ავის მომასწავებელი აზრებით მოცული, ჩემთვის ვფიქრობდი: "ნუთუ ღამისთევას ვერ დავესწრები? მამა გაბრიელ, ასე დამსჯი? შენი წმინდა ჟილეტი ჩვენთან მობრძანდება, და მე?.." თუმცა არც იმის იმედი მტოვებდა, რომ მამა გაბრიელი არ "გაგვწირავდა".

და აი, ჩამობრძანდა. ყველანი ემაზდებიან შესახვედრად, მე კი მამა გაბრიელს ვევედრები: "მამა გაბრიელ, მომეცი ძალები, რომ ჭიშკრამდე მივიდე, მერე - ეკლესიამდე, მერე - სენაკამდე..." ასეთ მდგომარეობაში წავლასლასდი შესახვედრად. თურმე დედა ისიდორაც ჩემ დღეშია.

ისევ ისე დავხვდით, როგორც რამდენიმე წლის წინ, პირველად რომ მობრძანდა - ლიტანიობით. გავშალე წმინდა ჟილეტი იმავე სარეცელზე და დებს გადავხედე: ვეძებ დედა ათანასიას, იერარქიულად უფროს მონაზონს, რომ ჟილეტის წაბრძანებაში დამეხმაროს. უცბად მზერით დედა ისიდორას შევეჩეხე და გაუაზრებლად დავუძახე, ასე ვთქვათ, შემთხვევით. ისიც მოვიდა, ჟილეტი ერთად ავწიეთ, თავზე დავიდეთ და დავიძარით. მივდივართ გალობით ტაძრისკენ და ამ დროს უბერავს თებერვლის ცივი ქარი, მე კი სულ მთლად გაოფლილი ვარ. მომდის აზრი: "აჰა, გასაგებია, რომ ფილტვების ანთება ხელში მიჭირავს! მაგრამ ოღონდაც ღამისთევა შევძლო და მერე აღარ დავეძებ, თუ ღვთის ნებაა, იყოს ფილტვების ანთებაც".

მეორე დღეს (ესე იგი, ღამისთევის დღეს) დედა ისიდორა მეუბნება:

- იცი, განვიკურნე!

- მართლა? - ვეკითხები გახარებული, - როდის, როგორ?

თან ჩემთვის ვფიქრობ: "ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მამა გაბრიელი ისე არ დაგტოვებდა". საინტერესო ისაა, რომ ამ დროს ერთი წუთითაც კი არ გამხსენებია საკუთარი ავადმყოფობა.

- აი, ჟილეტი რომ დავიდეთ თავზე და წამოვედით, მაშინ განვიკურნე, - მპასუხობს გაბადრული.

მე სიხარულს ვერ ვფარავ, ეს გამოჯანმრთელებული დედა ისიდორაც აგრძელებს დეტალების მოყოლას და უცბად... თავში დამკრა: "კი მაგრამ მე?" - და იმ წამს აღმოვაჩინე, რომ თურმე მეც სრულიად ჯანმრთელი ვყოფილვარ. სახტად დავრჩი. გაღიმებული, უფრო სწორად, გაოგნებული შევყურებ დედა ისიდორას და უკვე აღარ მესმის, რას მელაპარაკება. "როგორ? - ვფიქრობ, - ასე როგორ განვიკურნე, რომ ვერც გუშინ და ვერც დღეს ვერაფერს მივხვდი? მამა გაბრიელ, ასე როგორ განმკურნე, რომ ჩემი მეხსიერებიდან თვით ავადმყოფობის ხსოვნაც კი ამოშალე?"

ესეც შენი ვირუსი! ესეც შენი სისუსტე! ესეც შენი ფილტევების ანთება!"

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული   May 10 2022, 09:16 PM
marine   "წმიდა მამათა საე...   May 11 2022, 08:48 PM
marine   "ადამიანისა და ავ...   May 13 2022, 01:00 PM
marine   "რაც უფრო ნაკლება...   May 13 2022, 01:26 PM
marine   "ავადმყოფობის სა...   May 14 2022, 12:05 PM
marine   "ჯანსაღი ძილი ზომ...   May 14 2022, 12:24 PM
marine   "რაც უფრო ხშირად ...   May 14 2022, 01:23 PM
marine   "განმანათლებელ თ...   May 14 2022, 01:43 PM
marine   "მორწმუნე ადამია...   May 14 2022, 02:12 PM
marine   სნეულთათვის ლოცვი...   May 14 2022, 03:30 PM
marine   "განკურნებისთვი...   May 14 2022, 04:16 PM
marine   "თავისთავად ავად...   May 14 2022, 04:44 PM
marine   "მხიარული გული ჯა...   May 14 2022, 05:00 PM
marine   "ავადმყოფობა მორ...   May 14 2022, 05:15 PM
marine   "არის სნეულება ფი...   May 22 2022, 08:43 PM
marine   "ზოგადად სნეულებ...   May 22 2022, 09:11 PM
marine   "წელს, თებერვალში...   Jun 13 2022, 02:07 PM
marine   "ჩვენს მონასტერშ...   Jun 13 2022, 03:26 PM
marine   „ბერდიდი ნ. ორი წლი...   Jun 19 2022, 08:24 PM
marine   "არც მამის გეშინი...   Jun 22 2022, 05:54 PM
marine   "ჩალოგინდა" /შა...   Jun 30 2022, 03:57 PM
marine   "ავადმყოფს ყველა ...   Jun 30 2022, 04:13 PM
marine   "ამბობენ, მზეზე ჯ...   Jul 1 2022, 05:13 PM
marine   "ავადმყოფი წამლი...   Jul 3 2022, 05:14 PM
marine   "როცა ჰაჯი-გიორგი...   Jul 6 2022, 11:48 AM
marine   "ავადმყოფობისას ...   Jul 8 2022, 09:37 PM
marine   "ხშირად არა ექიმთ...   Jul 10 2022, 12:14 PM
marine   "ოპერაციის წინა ს...   Aug 4 2022, 01:29 PM
marine   "სნეულების განსა...   Aug 4 2022, 01:44 PM
marine   "უარის თქმა მკურნ...   Aug 4 2022, 04:51 PM
marine   "ხაზი უნდა გაესვა...   Aug 4 2022, 05:04 PM
marine   "ვინც თავისი შემო...   Aug 4 2022, 05:19 PM
marine   "თავი უნდა დავიმდ...   Aug 8 2022, 07:24 PM
marine   "ღმერთმა მიმატოვ...   Sep 8 2022, 06:56 PM
marine   "როცა ადამიანს ას...   Sep 9 2022, 08:26 PM
marine   "არასდროს მითხოვ...   Sep 10 2022, 05:36 PM
marine   "ავადმყოფისადმი ...   Sep 19 2022, 05:39 PM
marine   "26. დიდი სიფრთხილე...   Sep 28 2022, 08:10 PM
marine   "ხორციელ უძლურებ...   Sep 30 2022, 08:09 PM
marine   "ავადმყოფობა გამ...   Oct 1 2022, 07:21 PM
marine   "ავადმყოფობის დრ...   Oct 2 2022, 09:49 PM
marine   "ავადმყოფის სარე...   Oct 4 2022, 04:55 PM
marine   "ვნახე სხვა სნეულ...   Oct 4 2022, 07:48 PM
marine   "ვინც ავადმყოფობ...   Oct 4 2022, 08:00 PM
marine   "ხშირად ბავშვის გ...   Nov 19 2022, 06:13 PM
marine   "ჯანმრთელობა ღვთ...   Nov 19 2022, 06:29 PM
marine   "ავადმყოფი ბავშვ...   Nov 19 2022, 06:43 PM
marine   "ხორციელი თუ სული...   Nov 29 2022, 07:50 PM
marine   "ხორციელი სნეულე...   Dec 3 2022, 09:08 PM
marine   "ნუ იდარდებ იმის ...   Dec 10 2022, 09:58 PM
marine   "ჭეშმარიტი სიჯან...   Dec 21 2022, 07:34 PM
marine   "მეტად იზრუნე სულ...   Dec 22 2022, 06:12 PM
marine   "მკურნალობას კი ნ...   Dec 22 2022, 06:40 PM
marine   "როდესაც ადამიან...   Dec 28 2022, 05:37 PM
marine   "როდესაც ქრისტე ს...   Jan 7 2023, 09:46 PM
marine   "დალიეთ ნაკურთხი ...   Jan 14 2023, 04:11 PM
marine   "უძლურებაში გამო...   Jan 23 2023, 02:03 PM
marine   "როგორც ბუნებაში ...   Jan 23 2023, 02:18 PM
marine   "...როცა ბერი წავიდ...   Jan 23 2023, 07:59 PM
marine   "რომელნი არა ჰმად...   Feb 8 2023, 04:20 PM
marine   "ჯერ კიდევ შეუხორ...   Feb 8 2023, 04:46 PM
marine   " - მამა გაბრიელ, ა...   Feb 8 2023, 07:12 PM
marine   "ყოველი სნეულის ლ...   Feb 20 2023, 08:53 PM
marine   "ურწმუნო ადამიან...   Mar 1 2023, 08:40 PM
marine   "ჯანმრთელობა მარ...   Mar 8 2023, 09:23 PM
marine   "ლოცვა ერთ-ერთი უ...   Apr 18 2023, 07:03 PM
marine   "დღეს ბევრი პრობლ...   Apr 26 2023, 04:53 PM
marine   "თუ რაიმე უსიამოვ...   May 15 2023, 09:38 PM
marine   "ეკლესიას მკურნა...   May 18 2023, 08:26 PM
marine   "ვინც საკვებს ზომ...   May 20 2023, 07:30 PM
marine   "როდესაც ავადმყო...   Jun 8 2023, 12:45 PM
marine   "როდესაც ავადმყო...   Jun 8 2023, 12:45 PM
marine   "ავადმყოფს ყველა...   Jun 11 2023, 07:05 PM
marine   "ქრისტემ გვასწავ...   Jun 30 2023, 07:00 PM
marine   "არც შენი ჯანმრთე...   Jul 10 2023, 08:06 PM
marine   "უნდა ვიცოდეთ, რო...   Jul 21 2023, 05:27 PM
marine   "მივიღე შენი წერი...   Aug 10 2023, 08:16 PM
marine   "ხანდახან, როცა ს...   Sep 7 2023, 08:48 PM
marine   "მაგრამ როდესაც ა...   Sep 10 2023, 04:03 PM
marine   "ერთი გოგონა ექიმ...   Sep 11 2023, 07:43 PM
marine   "იმას კი არ ვევედ...   Sep 13 2023, 01:56 PM
marine   "თუ სნეულებებს უდ...   Sep 14 2023, 02:13 PM
marine   "ყველაზე სრულყოფ...   Sep 14 2023, 02:27 PM
marine   "კარგ ჯანმრთელობ...   Sep 16 2023, 06:15 PM
marine   "უფალი ზის სნეულთ...   Oct 4 2023, 03:54 PM
marine   "მესმის სიღრმიდა...   Oct 5 2023, 05:11 PM
marine   "ჩვენი ავადმყოფო...   Oct 5 2023, 07:57 PM
marine   "ავადმყოფის მოვლ...   Dec 18 2023, 08:18 PM
marine   "შეიძლება სენი ჩვ...   Dec 25 2023, 07:34 PM
marine   "წმიდა სევასტიან ...   Dec 28 2023, 01:14 PM
marine   "როცა ავად იყო [ღი...   Jan 8 2024, 05:50 PM
marine   "ერთხელ, როდესაც ...   Jan 11 2024, 07:29 PM
marine   "ავადმყოფობისაგ...   Jan 20 2024, 09:12 PM
marine   "[ღირსი პაისი ათო...   Jan 21 2024, 04:24 PM
marine   "ადამიანები მცირ...   Jan 21 2024, 05:48 PM
marine   "ისინი, ვინც მოთმ...   Jan 21 2024, 07:15 PM
marine   "საავადმყოფოში რ...   Jan 21 2024, 07:35 PM
marine   "ჩვენ არც ის უნდა ...   Jan 22 2024, 07:02 PM
marine   "თუ ღვთისაგან რაი...   Jan 23 2024, 09:18 PM
marine   " - წმიდაო მამაო, ა...   Jan 24 2024, 01:55 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 08:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი