ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
marine |
May 10 2022, 09:16 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".
/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 13 2022, 03:26 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენს მონასტერში ბევრი, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] მიერ აღსრულებული სასწაულებრივი კურნებისა, მაგრამ ერთი დის მონათხრობი ძალზე საინტერესოდ მომეჩვენა და გადავწყვიტე გადმომეცა. აი, რა გვიამბო მან:
"ბოლო წლებში გამუმდებით მაწუხებდა ქუსლების ტკივილი. ვერც იმას ვხვდებოდი, რისი ბრალი იყო, და ვერც იმას, თუ რა უნდა მეღონა. განსაკუთრებით ძლიერდებოდა ეს ტკივილი ახალგაღვიძებულზე, ფეხებს თითქმის ვერ ვადგამდი იატაკზე. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ძლივს გადავადგილდებოდი ხოლმე. თითქმის იგივე მემართებოდა, თუ დიდხანს მომიწევდა ფეხზე დგომა. ერთი სიტყვით, გასაჭირში ჩავვარდი. კარგა ხანს ვითმინე და ბოლოს გადავწყვიტე მამა გაბრიელისთვის მიმემართა. დავიწყე მისი წმინდა ზეთის ცხება და - არაფერი. შედეგი არ ჩანდა. ზეთს საჩვენებელი თითით ვისვამდი მტკვნეულ ადგილებზე და ზოგჯერ მომდიოდა აზრი: "კი მაგრამ, მამა გაბრიელმა ხომ თქვა - ნეკა თითითო?" მაგრამ ამ აზრს ყურადღებას არ ვაქცევდი. ზეთმა რომ "ვერ მიშველა", მაშინ მამა გაბრიელის ხატიდან თუ სურათიდან გადმოდენილი მირონი ავიღე და მისი ცხება დავიწყე. როგორც კი საჩვენებელ თითს შევახებდი მირონს, მაშინვე მომდიოდა ისევ ის აზრი: "კი მაგრამ..." და ამ დროს გულში ვფიქრობდი: "არა უშავს, თითი - თითია". ვერ წარმომედგინა, თუ ნეკა თითს ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა. და აი, რა მოხდა. გავიდა სამი დღე და ტკივილი ისე გამიძლიერდა, რომ ძლივსღა დავდიოდი, თანაც დღითი დღე მატულობდა. მეოთხე დღეს ვიფიქრე: "აქ რაღაცაშია საქმე, კიდევ რომ გაძლიერდეს, უბრალოდ ვეღარ გავუძლებ". და უცბად მივხვდი მიზეზს: "თითი - თითია"! ამის შემდეგ კეთილი ვინებე და ნეკა თითით დავიწყე მირონის ცხება. ერთი ფეხი პირველი ცხებისთანავე განმეკურნა. თვალებს არ ვუჯერებდი და სირცხვილისგან ვიწვოდი: "აი, შენი თითი, აი, თუ არა უშავს!" - ვაყვედრიდი საკუთარ თავს. მეორე ფეხზე ნელ-ნელა იკო ტკივილმა და ცოტა ხანს კიდევ გასტანა, - ალბათ იმისთვის, რომ კარგად დამემახსოვრებინა ეს შემთხვევა და კარგად გამეგო: თითი მართლაც რომ თითია, ორივე ჩემია და რომელსაც მინდა, იმას გამოვყიყენებ, მაგრამ აქ ხომ მთავარი მორჩილება იყო? თავმდაბლობისა და მორჩილების მოძღვარმა ვერ აიტანა ჩემი ქედმაღლობა და კარგადაც განმსწავლა. მას შემდეგ ქუსლები, შეიძლება ითქვას, აღარ მაწუხებს" /იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი